სიმონ მიხეილის ძე ბრონევსკი (რუს. Семён Миха́йлович Броне́вский) (დ. 1763, სოფ. მანკოვო, ახლანდ. სმოლენსკის ოლქი, რუსეთი, — გ. 17 დეკემბერი, 1830, ქ. ფეოდოსია, ყირიმი, უკრაინა) — რუსი სახელმწიფო მოხელე, ისტორიკოსი-კავკასიოლოგი.

მონაწილეობდა გრაფ ვ. ზუბოვის სპარსეთის ლაშქრობაში (1796). 1802 წელს პავლე ციციანოვმა კავკასიის მთავარმართებლის კანცელარიის გამგედ დანიშნა. 1805 წლიდან მუშაობდა რუსეთის იმპერიის საგარეო საქმეთა სამინისტროში. 1808 წლიდან იყო ქ. ფეოდოსიის ქალაქის თავი.

თბილისში მუშაობის დროს ბრონევსკიმ შეძლო კავკასიოლოგიის დარგში ადრე (1796 წლიდან) დაწყებული მუშაობის გაფართოება. არსებული ლიტერატურისა და და თავისი შეკრებილი მასალის საფუძველზე გამოსცა კავკასიური ნარკვევები ორ წიგნად. თხზულება შეიცავს გეოგრაფიულ და ისტორიულ ცნობებს საქართველოსა და კავკასიაზე, იმდროინდელ მხარეთა მოსახლეობის საქმიანობის, ყოფის, ენებისა და რელიგიების დახასიათებას. ბრონევსკის მიმოხილული აქვს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ამსახველი დოკუმენტები.

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • Новейшие географические и исторические известия о Кавказе, собранные и пополненные Семеном Броневским // Ч. 2 : Северная сторона Кавказа ; Восточная сторона Кавказа. - Москва, Тип. С. Селивановского, 1823. - 465ст.
  • Новейшие географические и исторические известия о Кавказе, собранные и пополненные Семеном Броневским // Ч. 1 : Географические известия : Общие предварительные познания о Кавказе. - Москва, Тип. С. Селивановского, 1823. - 352ст.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება