სიმონწმინდა
მთა საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარეში
სიმონწმინდა — მთა საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ადიგენის მუნიციპალიტეტში.[1] მდებარეობს ახალციხის ქვაბულში, მდინარე ფოცხოვისწყლის ხეობის მარცხება მხარეს. სიმაღლე ზღვის დონიდან 1465 მ. აგებულია ქვედაპლიოცენური ვულკანური წყებით და თიხაფიქლებით. წარმოადგენს ეროზიულ-დენუდაციურ შთენილს და აქვს დანაწევრებული კალთები, შემოსილია ფოთლოვანი ტყით.
სიმონწმინდა | |
---|---|
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | ადიგენის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 1465 მ |
ამგებელი ქანები | ვულკანური წყება და თიხაფიქალი |
ლიტერატურა
რედაქტირება- ტაბიძე დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 354.