სიმიტი — მრგვალი ფორმის თურქული ბლითი, სეზამის მარცვლებით. მას სტამბოლის ქუჩების ყველა ადგილას შეხვდებით. ის ტურისტებისთვის ერთ-ერთ საყვარელ საჭმელს წარმოადგენს. მას ქუჩაშიც ყიდიან და ძვირადღირებულ სასტუმროებშიც მოგართმევენ. ზემოდან ხრაშუნა ქერქი და შიგ ჰაეროვანი რბილობი აქვს. ძირითადად, როგორც წესი თაფლში ან მურაბის წვენში ავლებენ და თბილს მიირთმევენ. მისი მომზადება საკმაოდ მარტივია და არც დიდ დროს მოითხოვს. თურქული წრიული პური, ჩვეულებრივ, გადაფენილია სეზამის თესლით, ან ნაკლებად იშვიათად, ყაყაჩოს ან მზესუმზირის მარცვლებით.

სახელწოდება რედაქტირება

სიტყვა სიმიტი მომდინარეობს არაბული samīd (سميد) "თეთრი პური ან წვრილი ფქვილი". სხვა სახელებს საფუძვლად უდევს ბერძნული კულური (κουλούρι): არამეული უჯურო/უჯორა; ან თურქული გევრექი, სამხრეთ სლავური დევრეკი; რუმინული კოვრიგი და ებრაელები მას ესპანურ როშკას ეძახიან თურქებში.

ისტორია რედაქტირება

სიმიტს დიდი ისტორია აქვს სტამბოლში. საარქივო წყაროებიდან ირკვევა, რომ სიმიტი მზადდება სტამბოლში 1525 წლიდან. XVII საუკუნის მოგზაურმა ევლია ჩელებმა დაწერა, რომ 1630-იან წლებში სტამბოლში 70 საცხობი იყო, სადაც ამზადებდნენ სიმიტს. ჟან ბრინდესის XIX საუკუნის ადრეული ზეთის ფერწერული ტილოები სტამბოლის ყოველდღიური ცხოვრების შესახებ, ნათლად ასახავს, რომ იმ პერიოდის სტამბოლში ქუჩებში იყიდებოდა სიმიტი.

მომზადების წესები რედაქტირება

აღნიშნული ბლითის მომზადება, საკმაოდ ადვილია და ბევრს ინგრედიენტს არ მოითხოვს. საფუარი გახსენით თბილ რძეში, მას დაამატეთ შაქარი, გამდნარი კარაქი და მოურიეთ. შემდგომ მასას შეურიეთ ფქვილი და მარილი, დაასხით რძე და ამის მერე მოზილეთ ცომი. მასა იმდენ ხანს დაამუშავეთ, სანამ რბილი და ელასტიური არ გახდება. რაც უფრო კარგად მოზელთ,სიმიტი მით უფრო ფაფუკი გამოვა . დაიმახსოვრეთ, აცადეთ ცომს აფუება. შემდეგ გაყავით 16 თანაბარ ნაწილად, მოაგუნდავეთ და 10-15 წუთი დაასვენეთ. ამ პერიოდში, გახსენით თაფლი ცხელ წყალში. დიდ თეფშზე დაყარეთ სეზამის მარცვლები. მსუბუქად დაასველეთ თაფლიანი სიროპით, რომ ცხობისას გამუქდეს და თეთრად არ დარჩეს. შემდგომში აიღეთ ცომის ორი გუნდა, თითოეული გაწელეთ და მიეცით გრძელი ფორმა. ჩადეთ თაფლიან სიროპში 2-3 წუთით. შემდეგ ყველა მხრიდან ამოავლეთ სეზამის მარცვლებში, მიეცით ფორმა და დადეთ საცხობ ტაფაზე. სწორედ ამგვარად გააკეთეთ დანარჩენი ცომითაც. დატოვეთ კიდევ 15 წუთი. შემდეგ გამოაცხვეთ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 15-20 წუთი.

ინგრედიენტები რედაქტირება

სიმიტის მთავარ ინგრედიენტებს წარმოადგენს: ფქვილი, რძე, კარაქი, საფუარი, მარილი, შაქარი, თაფლი, წყალი და სეზამის მარცვლები.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება