სილვია სომერლატი (გერმ. Silvia Sommerlath; დ. 23 დეკემბერი, 1943, ჰაიდელბერგი, გერმანია) — შვედეთის დედოფალი 1976 წლიდან დღემდე როგორც მეფე კარლ XVI-ის მეუღლე. შვდეთის კრონპრინცესა ვიქტორიას დედა. 2011 წელს იგი შვედეთის ისტორიაში ყველაზე გრძელ ვადიანი დედოფალი გახდა, რითაც მან დედოფალ სოფია ნასაუელის რეკორდი მოხსნა.

სილვია სომერლატი
შვედეთის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 19 ივნისი, 1976
მმართ. დასასრული: დღემდე
წინამორბედი: ლუიზა მონბატენი
მემკვიდრე: ამჟამად თანამდებობაზეა
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 23 დეკემბერი, 1943 (1943-12-23) (80 წლის)
დაბ. ადგილი: ჰაიდელბერგი, გერმანია
მეუღლე: კარლ XVI, შვედეთის მეფე
შვილები: ვიქტორია
კარლ ფილიპი
მადლენი
მამა: უოლტერ სომერლატი
დედა: ალისა სუარეს დე ტოლედო
რელიგია: ლუთერანიზმი
ხელმოწერა:

ბიოგრაფია რედაქტირება

სილვია დაიბადა 1943 წლის 23 დეკემბერს ჰაიდელბერგში, ნაცისტურ გერმანიაში. იგი იყო ადგილობრივი უოლტერ სომერლატისა და ალისა სუარეს დე ტოლედოს ქალიშვილი. სილვია მამით გერმანელია, ხოლო დედით ბრაზილიელი.მას ორი უფროსი ძმა ჰყავს: რალფი და უოლტერი.

1972 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე სილვია ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო, რა დროსაც შეხვდა შვედეთის კრონპირნც კარლ გუსტავ ბერნადოტს. შემდეგში, კარლმა ინტერვიუებში განაცხადა, თუ როგორ ერთი ნახვით „დაიჭირა“ იგი სილვიამ. მიუხედავად იმისა, რომ წყვილს ერთმანეთი მალევე შეუყვარდა, კარლის მამა, მეფე გუსტავ VI ადოლფი მდაბიო წრამომავლობის ქალზე ქორწინების ნებას არ აძლევდა თავის მემკვიდრეს.

 
დედოფალი სილვია და მეფე კარლ XVI

1973 წლის 15 სექტემბერს გუსტავ VI გარდაიცვალა და შვედეთის მეფე კარლ XVI გახდა. 1976 წლის 12 მარტს გამოცხადდა შვედეთის მეფისა და სილვია სომერლატის ნიშნობის შესახებ. ქორწილი ამ ამბიდან სამ თვეში, 19 ივნისს შედგა სტოკჰოლმის კათედრალში, რის შემდეგაც სილვია შვედეთის დედოფალი გახდა. აღსანიშნავია, 1797 წლის შემდეგ შვედეთის მონარქის პირველი ქორწინება იყო ამ კათედრალში, რადგან იმის შემდეგ მეფეები ძირითადად სასახლის სამლოცველოში იწერდნენ ჯვარს. მათ ქორწილში დაუკრა გამოჩენილმა შვედურმა ბენდმა აბბამ, რომელმაც სპეციალურად ამ დღისთვის დაწერა სიმღერა „ცეკვის დედოფალი“ და სილვიას მიუძღვნა. შესაძლოა ითქვას, რომ პირველად „დედოფალი“ მას სწორედ აბბას წევრებმა უწოდეს.

2002 წლის ივლისში დედოფალი სილვია საერთო კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაეხვა, რადგან შვედმა ჟურნალისტებმა გამოიძიეს და დაადგინეს, რომ მამამისი, უოლტერ სომერლატი ნაცისტებთან თანამშრობლობდა და მეტიც, მათი ერთ-ერთი დაჯგუფების წევრიც იყო, რამაც დედოფალს ქვეყანაში არაპოპულარობა მოუტანა. ამის საპასუხოდ, 2010 წელს დედოფალმა სილვიამ სარჩელი შეიტანა შვედეთის უმაღლეს სასამართლოში სააგენტო TV4-ის აღმასრულებელი დირექტორის, იან შენმანის წინააღმდეგ, რომლის ხელმძღვანელობითაც გავიდა ეთერში დოკუმენტური ფილმი დედოფლის მამის ნაცისტური წარსულის შესახებ.

დედოფალ სილვიას დაკვეთით მეორე მსოფლიო ომის ექსპერტმა ერიკ ნორბერგმა დაწერა მოხსენება, რომელიც ძირითადად ნიურნბერგის პროცესის დოკუმენტებს ემყარებოდა, სადაც სილვიას მამა უდანაშაულოდ სცნეს. ამ პროცესზე და შემდეგ უკვე მოხსენებაშიც დამტკიცდა, რომ სილვიას მამა ფოლადის ქარხნის ებრაელ მეპატრონეს დაეხმარა გერმანიიდან გაქცევაში მის ოჯახთან ერთად, თუმცა სანაცვლოდ მისგან ამ ქარხნის გადმოფორმება მოითხოვა. ამრიგად, 2011 წელს ეს სკანდალი საბოლოოდ დასრულდა.

დედოფალი სილვია აქტიურადაა ჩაბმული საქველმოქმედო საქმიანობაში. 1994 წელს დააარსა ორგანიზაცია, რომელიც ქვეყანაში ჯანსაღი ცხოვრებისა და ჯანსაღი კვების პროპაგანდას ეწევა. ეს ორგანიზაცია მოისაზრებს ნარკომანიითა და ალკოჰოლიზმით დაავადებული ადამიანების დახმარებასაც. 1999 წელს მსოფლიო ბავშვთა ორგანიზაციის შვედური საბჭო დააარსა, რომლის პრეზიდენტიც თავად გახდა. იგი აქტიურად იცავს ბავშვთა უფლებებს და ასევე ცდილობს, ქალებზე მიმდინარე სექსუალური ექსპლუატაციის აღკვეთას. ამ საქმიანობით მან მოახერხა და ხალხის სიყვარული დაიბრუნა. ბოლო პერიოდში იგი აქტიურად მუშაობს საავადმყოფოებისა და მისი პერსონალის სამუშაო პირობების გაუმჯობესებაზე. აღსანიშნავია, რომ დიდ ყურადღებას უთმობს დემენაციით დაავადებული ადამიანების მკურნალობას, რომელსაც თავად აფინანსებს.

შვილები და შვილიშვილები რედაქტირება

დედოფალ სილვიასა და მეფე კარლს სამი შვილი და შვიდი შვილიშვილი ჰყავთ:

  1. ვიქტორია (დ. 14 ივლისი, 1977), შვედეთის კრონპრინცესა. ცოლად გაჰყვა დანიელ ვესტლინგს, რომელთანაც შეეძინა პრინცესა ესტელი (დ. 23 თებერვალი, 2012) და პრინცი ოსკარი (დ. 2 მარტი, 2016);
  2. კარლ ფილიპი (დ. 13 მაისი, 1979), ვერმლანდის ჰერცოგი. ცოლად შეირთო სოფია ჰელქვისტი, რომელთანაც შეეძინა პრინცი ალექსანდრე (დ. 19 აპრილი, 2016) და პრინცი გაბრიელი (დ. 31 აგვისტო, 2017);
  3. მადლენი (დ. 10 ივნისი, 1982), ჰალსინგლანდისა და გასტრიკლანდის ჰერცოგინია. ცოლად გაჰყვა კრისტოფერ ო’ნელს, რომელთანაც შეეძინა პრინცესა ლეონორა (დ. 20 თებერვალი, 2014), პრინცი ნიკოლასი (დ. 15 ივნისი, 2015) და პრინცესა ადრიანა (დ. 9 მარტი, 2018);

ლიტერატურა რედაქტირება

  • Bernhard Sommerlad: Königin Silvia von Schweden und die Vorfahren ihres Namensstammes. In: Genealogie 1978, Nr. 1.
  • Norbert Loh: Silvia von Schweden. Eine deutsche Königin. Droemer-Knaur, München 2003, ISBN 3-426-27333-0.
  • Jean Schoos: Die Orden und Ehrenzeichen des Großherzogtums Luxemburg und des ehemaligen Herzogtums Nassau in Vergangenheit und Gegenwart. Verlag der Sankt-Paulus Druckerei AG. Luxemburg 1990. ISBN 2-87963-048-7. S. 345.
  • Genealogisches Handbuch des Adels, Adelslexikon Band XIII, Gesamtreihe Band 128, C. A. Starke, Limburg/Lahn 2002, S. 414 f.