სიმონ (სიკო) გიორგის ძე ვაჩნაძე (დ. 9 ოქტომბერი, 1908, თბილისი, — გ. 23 მაისი, 1974, იქვე) — ქართველი რეჟისორი. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1966).

სასცენო მოღვაწეობა დაიწყო 1923 წლიდან. 1928 წელს დაამთავრა ლენინგრადის მასობრივ სანახაობათა და ზეიმთა სტუდია. იმავე წლიდან მსახიობად მუშაობდა თბილისის კინოსტუდიაში (1928–1929) და სატირის თეატრში (1929–1930). რეჟისორულ მოღვაწეობას ეწეოდა 1930 წლიდან. სხვადასხვა დროს დამდგმელ რეჟისორად მუშაობდა ბათუმის, ფოთის, თბილისის კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრებში; სამხატვრო ხელმძღვანელად, მთავარ რეჟისორად და დირექტორად — ბაქოს ქართულ, გორის გ. ერისთავის სახელობის, ხაშურისა და ცხინვალის თეატრებში. 1967 წლიდან იყო ქუთაისის თოჯინების სახელმწიფო თეატრის დამდგმელი რეჟისორი, 1969 წლიდან — მთავარი რეჟისორი.

ლიტერატურა

რედაქტირება