სიკიხორი (ოფიციალურად სიკიხორის პროვინცია; სებ. Lalawigan sa Siquijor; ტაგალ. Lalawigan ng Siquijor) ― ფილიპინების კუნძული-პროვინცია (მესამე ყველაზე პატარა პროვინცია ქვეყნის მასშტაბით როგორც მოსახლეობის, ისე ფართობის მიხედვით).[2] მდებარეობს კუნძულ ნეგროსის რეგიონში. პროვინციის დედაქალაქია სიკიხორის მუნიციპალიტეტი. პროვინცია მდებარებს სებუს სამხრეთით, აღმოსავლეთ ნეგროსის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ბოჰოლის პროვინციის სამხრეთ-დასავლეთით, მინდანაოს ჩრდილოეთით.

დასახლებული პუნქტი
სიკიხორი
დროშა

ქვეყანა ფილიპინების დროშა ფილიპინები
შიდა დაყოფა ენრიკე-ვილიანუევა, ლარენა, ლასი (სიკიხორი), მარია (სიკიხორი), სან-ხუანი (სიკიხორი) და სიკიხორი (მუნიციპალიტეტი)
კოორდინატები 9°10′48″ ჩ. გ. 123°34′48″ ა. გ. / 9.18000° ჩ. გ. 123.58000° ა. გ. / 9.18000; 123.58000
მმართველი Zaldy Villa
დაარსდა 17 სექტემბერი, 1971
ფართობი 337.49 კვადრატული კილომეტრი
მოსახლეობა 103 395 (1 მაისი, 2020)[1]
სატელეფონო კოდი 35
საფოსტო ინდექსი 6225–6230
ოფიციალური საიტი https://siquijorprovince.com/
სიკიხორი — ფილიპინები
სიკიხორი

ფილიპინების ესპანური კოლონიური ხანის განმავლობაში ესპანერები სიკიხორს ისლა-დელ-ფუეგოს (ცეცხლოვანი კუნძული) ეძახდნენ.

ეტიმოლოგია

რედაქტირება

ერთ-ერთი ლეგენდის მიხედვით, „სიკიხორის“ სახელწოდება უკავშირდება კუნძულის ესპანელებამდელ მმართველს, მეფე დატუ კიჰოდს.[3] ესპანელების ჩამოსვლისას კიჰოდმა მათ თავი წარუდგინა: „si Kihod“ (მე ვარ კიჰოდი), რაც ესპანელებმა კუნძულის სახელწოდებად მიიღეს და მას „სიკიჰოდი“ უწოდეს. დროთა განმავლობაში კუნძულის სახელწოდება სიკიხორად ჩამოყალიბდა.[2]

 
წმინდა ისიდორეს ტაძარი სიკიხორში

ესპანური ოკუპაცია

რედაქტირება

კუნძული პირველად ესპანელებმა 1565 წელს მიგელ ლოპეს დე ლეგასპის ექსპედიციისას შენიშნეს. ესპანელებმა კუნძულს ისლა-დელ-ფუეგო („ცეცხლოვანი კუნძული“) უწოდეს, რადგანაც სიკხორი დიდი რაოდენობით ციცინათელების გამო დიდ ნათებას ასხივებდა.[4] კუნძულის გამოსაკვლევად ესპანელებს ლეგასპის ექსპედიციიდან ესტებან როდრიგესი გაუძღვა. იგი იმ პატარა ჯგუფის კაპიტანი იყო, რომელმაც ბოჰოლში ლეგასპის ბანაკი დატოვა მახლობელი კუნძულების გამოსაკვლევად. დღეისთვის ამ კუნძულებს ამილაკანი, სიკიხორი და ნეგროსი ეწოდება.

კუნძული, ისევე როგორც მთელი არქიპელაგი, საბოლოოდ ესპანეთის იმპერიამ დაიპყრო. 1783 წელს სიკიხორის მუნიციპალიტეტი კუნძულის პირველი მუნიციპალიტეტი და სამრევლო გახდა. დასაწყისიდანვე სიკიხორი სებუს არქიეპარქიის შემადგენლობაში შედიოდა. სამოქალაქო თვალსაზრისით, სიკიხორი ბოჰოლის ნაწილი იყო, რადგანაც პროვინციას საკუთარი გუბერნატორი ჰყავდა. 1854-1892 წლებში სიკიხორი ბოჰოლის პოლიტიკურ-სამხედრო პროვინციას მიეკუთვნებოდა. 1892 წელს იგი აღმოსავლეთ ნეგროსის შემადგენლობაში შევიდა, ხოლო 1901 წელს ქვეპროვინცია გახდა.[5]

ამერიკული ოკუპაცია

რედაქტირება

XIX საუკუნის ბოლოს, პარიზის ზავის მიხედვით, ესპანეთმა ფილიპინები ამერიკის შეერთებულ შტატებს გადასცა, რითიც ესპანეთ-ამერიკის ომი დასრულდა. კუნძულ სიკიხორზე ამერიკული კავალერიის დანაყოფი გადავიდა. ამერიკის სამხედრო გუბერნატორმა სიკიხორის მეთვალყურედ ხამეს გუგატე დანიშნა. ფუგატე სიკიხორის ლეიტენანტი გუბენრატორი 16 წლის მანძილზე იყო.[]

გეოგრაფია

რედაქტირება
 
კუნძულის ხედი თანამგზავრიდან

სიკიხორი კუნძულ ნეგროსის რეგიონის კუნძულოვანი პროვინციაა. იგი ბოჰოლის ზღვაში მდებარეობს. სებუდან სებუს სრუტითაა გამოყოფილი. ჩრდილო-დასავლეთით ნეგროსი მდებარეობს, ჩრდილო-აღმოსავლეთით ― ბოჰოლის პროვინცია, ხოლო სამხრეთით ― მინდანაო. კუნძული პანგლაო, რომელიც ბოჰოლის პროვინციის ნაწილია, სიკიხორის მსგავსი ნიადაგის შემადგენლობით ხასიათდება.

სიკიხორის ფართობი 343.5 კმ²-ია. სანაპირო ხაზის სიგრძე 102 კმ-ს შეადგენს. იგი ფილიპინების მესამე ყველაზე პატარა პროვინციაა როგორც ფართობის, ისე მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, კამიგინისა და ბატანესის შემდეგ.[2]

ტოპოგრაფია

რედაქტირება

კუნძული ნეგროსის სამხრეთ ნაწილიდან 19 კმ-ის დაშორებით მდებარეობს, სებუ-დან 25 კმ-ით სამხრეთ-აღმოსავლეთით, ბოჰოლიდან 30 კმ-ით სამხრეთ-დასავლეთით, ხოლო ჩრდილოეთ ზამბოანგიდან 45 კმ-ით ჩრდილოეთით. სიკიხორი მეტწილად მთიანია. კუნძულის ცენტრში მდებარე უმაღლესი წერტილი, მთა მალაბაოკი (ადგილობრივებისთვის ასევე ცნობილია როგორც ბანდილა-ანი) ზღვის დონიდან 628 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს.

კიოპენის კლიმატის კლასიფიკაციით, სიკიხორში ორი სხვადასხვა კლიმატია, რომელშიც ტროპიკული მუსონური კლიმატი დომინირებს. კუნძულის კლიმატი კორონასის IV ტიპის კლიმატს მიეკუთვნება, რომელიც 1-დან სამ თვემდე მშრალი სეზონითა და 9-დან 10 თვემდე წვიმების სეზონით ხასიათდება. მშრალი სეზონი თებერვალში იწყება და აპრილის ბოლომდე, ზოგჯერ მაისის შუა რიცხვებამდე გრძელდება.

5 მუნიციპალიტეტი მთელი წლის მანძილზე ნალექიანობის მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა, მცირეხნიან მშრალ სეზონს კი პატარა ეფექტი აქვს. ეს ტერიტორია ტორპიკულ მუსონურ კლიმატს მიეკუთვნება. საშუალო წლიური ტემპერატურა სიკიხორში 27.6 °C-ია (81.7 °F). წლების მანძილზე ცვლილება 2 გრადუსის ფარგლებშია. ნალექიანობის მაჩვენებელი ყველაზე მშრალი თვის დროს 165 მმ-ის ტოლია, ხოლო ყველაზე ნალექიანი თვის დროს 1 600 მმ-მდე აღწევს.

ლასის მუნიციპალიტეტში მთელი წლის მანძილზე დიდი რაოდენობით ნალექი მოდის. მუნიციპალიტეტი ეკვატორულ კლიმატურ სარტყელშია მოქცეული. საშუალო წლიური ნალექიანობა 1 655 მმ-ს უტოლდება.

ადმინისტრაციული დაყოფა

რედაქტირება
 
სიკიხორის მუნიციპალიტეტები

სიკიხორი ექვს მუნიციპალიტეტს მოიცავს: ენრიკე-ვილიანუევა, ლარენა, ლასი, მარია, სან-ხუანი და სიკიხორი. პროვიცნიის დედაქალაქია სიკიხორი. პროვინცია ერთ საკანონმდებლო რაიონს წარმოადგენს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Cebu Daily News, Cris Evert Lato & Jun P. Tagalog (October 17, 2007). „Neda: Tourism drove economy“. დაარქივებულია ორიგინალიდან — August 21, 2014.
  • Coronas, José (1920) The Climate and Weather of the Philippines, 1903 to 1918. Manila Observatory: Bureau of Philippines. 
  • DOST, Mario P. de la Peña (October 2, 2008). „Island butterfly sanctuary now open for tourists“. Philippine Information Agency. დაარქივებულია ორიგინალიდან — February 28, 2009.
  • Hackett, Bob; Kingsepp, Sander (2006) Sensuikan! Operational histories of Japanese submarines in WW II. 
  • Hayden, Joseph Ralston, ed. (1937). „Fugate, James 1877-1938“. Bentley Historical Library. U Michigan.
  • Philippine Daily Inquirer, Linda Bolido. Who's afraid of Siquijor? (October 24, 2004).
  • Geography. Provincial Government of Siquijor (2012). ციტირების თარიღი: October 15, 2012
  • USS Bowfin. (2002) USS Bowfin Submarine Museum & Park. Patrol Summary.
  • Visayan Daily Star, Rene Genove (October 10, 2009). „Butterfly sanctuary launched in Siquijor“. დაარქივებულია ორიგინალიდან — October 13, 2008.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. 2020 Census of Population and Housing (2020 CPH) Population Counts Declared Official by the PresidentPhilippine Statistics Authority, 2021.
  2. 2.0 2.1 2.2 Siquijor Island en-US. ციტირების თარიღი: 2024-02-05
  3. Siquijor Island. ციტატა: „The island’s present name, is claimed to be after King Kihod, a legendary ruler in power when the Spanish explorers arrived. When the Spaniards discovered the island they were alledgedly greeted by this King Kihod, who presented himself with these words ‘si Kihod’ (I am Kihod) The spaniards mistakingly thinking that he was talking about the island adopted the name Sikihod which later changed to Siquijor, as it was easier to pronounce. A more down to earth explanation of the name, is that it comes from the native term quidjod which means the tide is going out.“ ციტირების თარიღი: 29 April 2024
  4. About Siquijor - Siquijor Province en-US (2020-12-09). ციტირების თარიღი: 2024-02-05
  5. About Siquijor - Brief History. Government of Siquijor Province (December 1, 2020). ციტირების თარიღი: October 1, 2022.
  6. Hayden 1937.


შეცდომა ციტირებაში ჯგუფი „georgian“ არსებული ტეგებისათვის <ref> ვერ მოიძებნა შესაბამისი ტეგი <references group="georgian"/>, ან გამოტოვებულია დამხურავი ტეგი </ref>; $2