სიენა მილერი

ბრიტანელ-ამერიკელი მსახიობი
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

სიენა როუზ დაიანა მილერი (ინგლ. Sienna Rose Diana Miller; დ. 28 დეკემბერი, 1981) — ბრიტანელ-ამერიკელი მსახიობი.

სიენა მილერი

მილერი 2017 წლის ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე
დაბადების თარიღი 28 დეკემბერი, 1981 (1981-12-28) (42 წლის)
ნიუ-იორკი, აშშ
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 2000-დღემდე
პარტნიორ(ებ)ი

მილერი ნიუ-იორკში დაიბადა და ლონდონში გაიზარდა. მან კარიერა, როგორც ფოტომოდელმა დაიწყო. მისი ფოტოები იტალიური ვოგისა და პირელის კალენდრის გვერდებზე გამოჩნდა. მილერის, როგორც მსახიობის, კარიერული გარღვევა 2004 წელს ფილმებით, ფენოვანი ნამცხვარი და ალფი, შედგა. 2006 წელს მან ფილმში გოგონა ქარხნიდან ცნობილი ვარსკვლავი ედი სეჯვიკის როლი მოიპობა. 2008 წელს მილერმა ფილმში აკრძალული სიყვარული მწერალი კეტლინ მაკნამარას როლი ითამაშა, რომლისთვისაც ამომავალი ვარსკვლავის კატეგორიაში ბრიტანული კინოაკადემიის ჯილდოს ნომინაცია დაიმსახურა. ფილმში GI Joe: კობრას გადასროლა ბარონესას როლის შესრულების შემდეგ მსახიობმა ტაბლოიდების ყურადღების მკვეთრი ზრდის ფონზე ხანმოკლე კარიერული შესვენება აიღო.

მილერმა პოპულარობა 2012 წელს ფილმში გოგო ტიპი ჰერდენის როლის შესრულებით დაიბრუნა, რომლისთვისაც ბრიტანული კინოაკადემიის ჯილდოსა და ოქროს გლობუსზე იყო წარდგენილი. 2010-იან წლებში მსახიობის კრიტიკული აღიარება კიდევ უფრო გაიზარდა, რასაც ხელი შეუწყო ფილმებმა: Foxcatcher, ამერიკელი სნაიპერი, გასეირნება მისისიპში, დაკარგული ქალაქი Z, ამერიკელი ქალი და ცხოვრება ღამით.

ადრეული ცხოვრება

რედაქტირება

სიენა მილერი 1981 წელს ნიუ-იორკში დაიბადა.[1] როცა იგი თვრამეტი თვის იყო, მისი ოჯახი საცხოვრებლად ლონდონში გადავიდა. მილერის დედა, ჟოზეფინა, წარმოშობით სამხრეთაფრიკელი ბრიტანელი ყოფილი მოდელია, რომელიც დეივიდ ბოუის პირადი ასისტენტი იყო. მისი მამა, ედვინ მილერი, ამერიკელი ბანკირია, რომელიც ჩინური ხელოვნების დილერი გახდა.[2] მილერს ჰყავს ერთი და,სავანა, და ორი ნახევარძმა, ჩარლზი და სტივენი. 1987 წელს მილერის მშობლები ერთმანეთს გაეყარნენ, რის შემდეგაც იგი დედასთან ერთად საცხოვრებლად პარსონს გრინის რაიონში გადავიდა. მილერმა განათლება ჰეტფილდისა და ბერკშირის სკოლა-ინტერნატებში მიიღო. სწავლის დასრულების შემდეგ, 18 წლის მილერმა გერმანულმა გაზიანი სასმლის რეკლამაში მიიღო მონაწილეობა. გამომუშავებული ფულით იგი ნიუ-იორკში გადავიდა და ლი სტრასბერგის თეატრისა და კინოს ინსტიტუტში სამთვიან კურსზე დაიწყო სწავლა.[3]

სამსახიობო კარიერა

რედაქტირება

მილერის კინოდებიუტი 2001 წელს იტალიურ-ბრიტანულ რომანტიკულ ფილმში სამხრეთი კენსინგტონი შედგა. იგი ამერიკელ მაყურებელს სატელევიზიო დრამატული სერიალით გამჭრიახი ედი 2003 წელს გაეცნო.

მილერის შემოქმედებაში გარდამტეხი მომენტი იყო 2004 წელი, როცა ორ კომერციულ ფილმში მონაწილეობამ და მსახიობ ჯუდ ლოუსთან სასიყვარულო ურთიერთობამ მისი ცნობადობა მნიშვნელოვნად გაზარდა. მეთიუ ვონის კრიმინალურ თრილერში ფენოვანი ნამცხვარი, რომელშიც მილერმა დენიელ კრეიგთან ერთად ითამაშა, მან ლონდონელი კოკაინის მიმწოდებლის სასიყვარულო ობიექტის როლი შეასრულა. ფილმმა აღიარება დაიმსახურა. The New York Times-მა მილერს „ახალი It Girl“ უწოდა.[4] რომანტიკულ კომედიურ დრამაში ალფი, რომელიც 1966 წლის ამავე სახელწოდების ფილმის რიმეიკია, მილერმა ჯუდ ლოუს პერსონაჟის, ლონდონელი სექსდამოკიდებული ლიმუზინის მძღოლის შეყვარებულის როლი შეასრულა.

2005 წელს მილერმა მონაწილეობა მიიღო ეპოქალურ დრამაში კასანოვა, რომელშიც მან არალეგალური ფემინისტური წიგნების ავტორისა და ჰიტ ლეჯერის პერსონაჟის, ჯაკომო კასოვას, სასიყვარულო ობიექტის როლი შეასრულა. ფილმის შემოსავალმა 37.6 მილიონი დოლარი შეადგინა.

 
მილერი 2007 წელს ლონდონში ფილმის გოგონა ქარხნიდან პრემიერაზე

მსახიობმა ბიოგრაფიულ დრამაში გოგონა ქარხნიდან (2006) ენდი უორჰოლის ფილმების ვარსკვლავის, ედი სეჯვიკის, როლი შეასრულა. 2007 წელს მილერმა მეთიუ ვონის ფილმში ვარსკლავის მტვერი მიიღო მონაწილეობა. იმავე წელს მან ითამაშა სტივ ბუშემის ფილმში ინტერვიუ, რომელიც ნიდერლანდელი კინორეჟისორი თეო ვან გოგის 2003 წლის ამავე სახელწოდების ფილმის რიმეიკია. ინტერვიუში შესრულებული როლისთვის მილერი კატეგორიაში საუკეთესო მსახიობი ქალი მთავარ როლში დამოუკიდებელი სულის ჯილდოზე იყო წარდგენილი. ფილმისთვის მან აგრეთვე მოიპოვა ლონდონის კინოკრიტიკოსთა წრის ნომინაცია კატეგორიაში წლის ბრიტანელი ქალი მსახიობი.

2008 წელს მილერმა მონაწილეობა მიიღო ფილმში პიტსბურგის მისტერიები, რომელიც მაიკლ ჩაბონის 1988 წლის ამავე სახელწოდების რომანის ადაპტაციას წარმოადგენს.[5] ფილმის პრემიერა სანდენსის კინოფესტივალზე შედგა.[6] იმავე წელს მილერმა კირა ნაიტლისთან ერთად ბიოგრაფიუულ დრამაში აკრძალული სიყვარული ითამაშა. ფილმში მან მწერალი კეტლინ მაკნამარას, პოეტი დილან ტომასის, მეუღლის როლი შეასრულა. ფილმს არაერთგაროვანი კრიტიკული გამოხმაურება მოჰყვა. The Hollywood Reporter-ის კრიტიკოსმა რეი ბენეტმა დაწერა, რომ აკრძალული სიყვარული „შესანიშნავი ატმოსფერული ზღაპარია სიყვარულისა და ომის შესახებ“. მსახიობების შესახებ მან აღნიშანა: „ეს ფილმი ქალებს ეკუთვნით... მილერი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ მას ყველაფერი აქვს, რაც კინოვარსკვლავობას სჭირდება.“[7] ფილმისთვის მილერი წარდგენილი იყო ბრიტანული დამოუკიდებელი კინოს ჯილდოზე კატეგორიაში საუკეთესო მსახიობი ქალი მეორეხარისხოვან როლში.

ფილმოგრაფია

რედაქტირება
წელი სათაური როლი
2004 ფენოვანი ნამცხვარი ტემი
2004 ალფი ნიკი
2006 გოგონა ქარხნიდან ედი სეჯვიკი
2007 ინტერვიუ კატია
2007 ვარსკვლავის მტვერი ვიქტორია
2008 პიტსბურგის საიდუმლოებებო ჯეინ ბელვეთერი
2008 კამილა კამილა ფოსტერი
2008 აკრძალული სიყვარული კეტლინ მაკნამარა
2009 სექტემბრის ნომერი საკუთარი თავი
2009 GI Joe: კობრას გადასროლა ბარონესა
2012 ორი ჯეკი დაიანა
2012 ყვითელი ქსანი
2013 საქმე შენშია სარა
2014 Foxcatcher ნენსი შულცი
2014 ამერიკელი სნაიპერი ტაია კაილი
2015 გასეირნება მისისიპში სიმონი
2015 დამწვარი ელენი
2016 დაკარგული ქალაქი Z ნინა ფოუსეტი
2016 ცხოვრება ღამით ემა გულდი
2017 თანამედროვე ქალის პირადი ცხოვრება ვერა ლოქმენი
2018 დამჭერი ჯაშუში იყო ესტელა ჰიუნი
2018 ამერიკელი ქალი დებორა კალაჰანი
2019 21 ხიდი დეტექტივი ფრენკი ბერნსი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Wright, Joanna. Ten Things About... Sienna Miller. Digital Spy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-12-06. ციტირების თარიღი: 2021-03-02.
  2. Sienna Miller Denies Having Temper Tantrum – Page 1210295 – Sienna Miller. People. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-09-24. ციტირების თარიღი: 2021-03-02.
  3. Sienna Miller Biography. The Biography Channell. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 აგვისტო 2009. ციტირების თარიღი: 2 მარტი 2021.
  4. Dargis, Manohla. (2005) Derailing a Drug Dealer's Retirement.
  5. „Mysterious casting for Nolte and Suvari“. The Guardian. London, UK. 2006.
  6. The Mysteries of Pittsburgh.
  7. "Film Review: The Edge of Love", The Hollywood Reporter, 2008 დაარქივებული 12 August 2009 საიტზე Wayback Machine.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სიენა_მილერი“-დან