სიდამონისჯვარი
მთა საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში
სიდამონისჯვარი — მთა საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში. მდებარეობს გუდისის ქედზე, მდინარეების პატარა ლიახვისა და დიდი ლიახვის წყალგამყოფზე, მდინარე ფოტნისის (პატარა ლიახვის მარჯვენა შენაკადი) სათავეში. სიმაღლე ზღვის დონიდან 2413 მ. აგებულია ქვედაცარცული ქვიშაქვებითა და თიხაფიქლებით. აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ კალთა ციცაბოა, სამხრეთი და დასავლეთი დამრეცი. მთის ძირი შემოსილია ფოთლოვანი ტყით, თხემი სუბალპური ბალახეულით.
სიდამონისჯვარი | |
---|---|
კოორდინატები: 42°22′06″ ჩ. გ. 44°08′33″ ა. გ. / 42.36833° ჩ. გ. 44.14250° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | შიდა ქართლის მხარე |
სიმაღლე | 2413 მ |
ქედი | გუდისის ქედი |
ამგებელი ქანები | ქვიშაქვა და თიხაფიქალი |
ლიტერატურა
რედაქტირება- ჩანგაშვილი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 324.