სიან-კაანი
სიან-კაანი (ესპ. Sian Ka’an) — ბიოსფერული ნაკრძალი მექსიკაში, კინტანა-როოს შტატში. 1986 წლიდან აქვს ეროვნული პარკის, ხოლო 1987 წლიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. მაიას ენაზე სახელწოდება ითარგმნება, როგორც „იქ სადაც იწყება ცა“.
სიან-კაანი* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | მექსიკა |
ტიპი | ბუნებრივი |
კრიტერიუმები | vii, x |
სია | [1] |
რეგიონი** | ლათინური ამერიკა |
კოორდინატები | 19°13′00″ ჩ. გ. 87°47′30″ ა. გ. / 19.21667° ჩ. გ. 87.79167° ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 1987 (მე-11 სესია) |
ნომერი | 410 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 410 ინგლ. • რუს. • ფრ. |
გეოგრაფია
რედაქტირებანაკრძალი მდებარეობს იუკატანის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ სანაპიროზე. მისი ფართობია 5 280 კმ². ნაკრძალი მოიცავს ტროპიკულ ტყეებს, გვხვდება მანგოს ტყეები, ჭაობები, ასევე კარიბის ზღვის ბარიერული რიფები. რეგიონში საშუალოწლიური ნალექების რაოდენობა ტოლია 1120—1220 მმ-სა, რომელთა უმეტესობა (70 %) მოდის მაის-ოქტომბრის განმავლობაში.
ნაკრძალის ტერიტორიაზე განლაგებულია 110 კილომეტრიანი, მსოფლიოში სიგრძით მეორე, მესოამერიკული ბრიერული რიფი. რომელიც გადაჭიმულია იუკატანის აღმოსავლეთი სანაპიროდან სამხრეთით ბელიზისა და ჰონდურასის სანაპირომდე. სიან-კაანის პლაჟი მოფენილია ზღვის კუების კვერცხების ორმოებით.
ნაკრძალში განვითარებულია ტურიზმი, 2000 წელს ნაკრძალი მოინახულა 36 ათასმა ადამიანმა.