სვეტლანა ტიხანოვსკაია

ბელარუსი პოლიტიკოსი
(გადამისამართდა გვერდიდან სვიტლანა ტიხანოუსკაია)

სვეტლანა ტიხანოვსკაია ან სვიატლანა ციხანოუსკაია (ბელარ. Святла́на Гео́ргіеўна Ціхано́ўская, რუს. Светла́на Гео́ргиевна Тихано́вская; დ. 11 სექტემბერი, 1982) - ბელარუსი ადამიანის უფლებათა დამცველი და პოლიტიკოსი. 2020 წელს ტიხანოვსკაია იყო ოპოზიციის კანდიდატი ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში. ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი სვეტლანა მისი მეუღლის, სერგეი ტიხანოვსკის (რომელიც ასევე კენჭისყრას აპირებდა) დაპატიმრების შემდეგ გახდა.

სვეტლანა ტიხანოვსკაია
ბელარ. Святлана Георгіеўна Ціханоўская
Sviatlana Cichanowskaja Vitebsk 01.jpg
2020 Sviatlana Tsikhanouskaya (50437385087) (cropped).jpg
დაბადების თარიღი 11 სექტემბერი 1982(1982-09-11) (38 წლის)
დაბადების ადგილი მიკაშევიჩი
მოქალაქეობა Flag of Belarus.svg ბელარუსი
განათლება შამიაკინის სახელობის მოზირის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტი
მეუღლე/ები სერგეი ტიხანოვსკი
tsikhanouskaya2020.by

2020 წლის ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად თავი ბელარუსის მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ, გამოაცხადა. არჩევნების შედეგების გაყალბებასა და დარღვევებს მასობრივი საპროტესო აქციები მოყვა.[1] ტიხანოვსკაიამ საკუთარი თავი გამარჯვებულად გამოაცხადა. მისი გუნდის მტკიცდებით, მან ხმების 60-დან 70 პროცენტამდე მიიღო,[2][3] რის შემდეგაც მან მიმართა დასავლეთის ქვეყნების პრეზიდენტად აღიარების თხოვნით.[4]

2020 წლის 10 აგვისტოს, ბელარუსის საარჩევნო კომისიის ოფიციალური შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, ტიხანოვსკაიამ მიმართა კომისიას დარღვევების აღრიცხვისა და შედეგების გადათვლის მოთხოვნით.[5] კომისიის შენშენობაში ის შეხვდა ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს, რის შემდეგაც მან წაიკითხა მიმართვა პროტესტის მონაწილეებისთვის, რომელშიც პროტესტის შეწყვეტისკენ მოუწოდა, რის შემდეგაც მასთან კავშირი შეწყდა.[6]

2020 წლის 11 აგვისტოს ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩუსმა გაავრცელა ინფორმაცია ტიხანოვსაიას ლიტვაში ყოფნის შესახებ. მოგვიანებით გაირკვა, რომ ბელარუსმა ძალოვანებმა ტიხანოვსკაიას ვიდეოს ჩაწერა და ქვეყნის დატოვება აიძულეს. [7]

სქოლიორედაქტირება

  1. Lukashenka vs. democracy: Where is Belarus heading?“, 10 August 2020. დაარქივებულია ორიგინალიდან - 12 August 2020. „However, the vote was marred by allegations of widespread fraud. These suspicions appeared to be confirmed by data from a limited number of polling stations that broke ranks with the government and identified opposition candidate Svyatlana Tsikhanouskaya as the clear winner.“ 
  2. Belarus election: Exiled leader calls weekend of 'peaceful rallies'“, 14 August 2020. ციტირების თარიღი: 15 August 2020. 
  3. Belarus opposition candidate declares victory | NHK WORLD-JAPAN News (14 August 2020). ციტირების თარიღი: 20 August 2020
  4. Тихановская готовится объявить себя победительницей выборов в Беларуси – пресс-секретарь. ციტირების თარიღი: 2020-08-19
  5. РБК, 13 августа 2020. ЦИК отчиталась о почти 15 % голосов за Тихановскую в Минске
  6. Лидия Ермошина: Если люди думают, что мы пересмотрим и присудим победу Тихановской, так не бывает, kp.by, 14.08.2020.
  7. Ковалькова: Тихановскую вывезли из страны белорусские власти, Еврорадио, 11.08.2020.