ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნები 2020
2020 წლის ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნები — რიგით მეექვსე საპრეზიდენტო არჩევნები ბელარუსში. ჩატარდა კვირას, 2020 წლის 9 აგვისტოს. ხმის მიცემის პროცედურა დაიწყო 4 აგვისტოს და გაგრძელდა 8 აგვისტომდე.[2]
| |||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||
ბელარუსის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნებში გამარჯვებულად გამოაცხადა მოქმედი პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო, რომელმაც მეექვსე ვადით მოახერხა თანამდებობაზე დარჩენა, მიიღო რა ხმათა 80%.[3] ლუკაშენკომ მოიგო ყველა საპრეზიდენტო არჩევნები ქვეყანაში (1994 წლიდან),[4] საერთაშორისო დამკვირვებლებმა ყველა მათგანი გარდა პირველისა შეაფასა როგორც არათავისუფალი და არასამართლიანი.[5]
ოპოზიციონერმა კანდიდატმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ გამოაცხადა რომ მან არჩევნები ხმათა სულ მცირე 60 %-ით მოიგო, მოუწოდა ლუკაშენკოს მოლაპარაკებების დაწყებისაკენ. მისი კამპანიისგან წარმოიქმნა ბელარუსის საკოორდინაციო საბჭო, რომლის მიზანიც იყო ხელისუფლების გადაცემის პროცესისთვის ხელის შეწყობა და ოფიციალური შედეგების წინააღმდეგ ხანგრძლივი მძლავრი „საპროტესტო მოძრაობის“ დაწყება.[6][7] საკოორდინაციო საბჭოს პრეზიდიუმის შვიდივე წევრი მოგვიანებით დააპატიმრეს ან წავიდნენ დევნილობაში. ყველა კანდიდატმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას შედეგების ბათილად ცნობის მოთხოვნით მიმართა.[8] ბევრმა ქვეყანამ არ ცნო არჩევნების შედეგი, ისევე როგორც ევროკავშირმა, რომელმაც სანქციები დაუწესა ბელარუსის სახელისუფლებო ოფიციალურ პირებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან „ძალადობაზე, რეპრესიებსა და არჩევნების გაყალბებაზე“.[9] არჩევნების შედეგებმა ბელარუსში მასშტაბური საპროტესტო აქციები გამოიწვია.[10]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Явка избирателей. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 ივნისი 2020. ციტირების თარიღი: 9 August 2020
- ↑ Belarus Authorities Cancel Opposition Campaigning Ahead Of Election en. ციტირების თარიღი: 5 August 2020
- ↑ „Belarus Election Commission says Lukashenko was re-elected“. Reuters.
- ↑ As Belarus Elects New Parliament, Lukashenka Says He Will Seek Another Presidential Term en (17 November 2019). ციტირების თარიღი: 5 February 2020
- ↑ crd.org
- ↑ BBC
- ↑ Тихановская объявила себя победителем президентских выборов и предложила переговоры Лукашенко. ციტირების თარიღი: 10 August 2020
- ↑ Все кандидаты в президенты Беларуси, кроме Лукашенко, оспорили результаты выборов. ციტირების თარიღი: 12 August 2020
- ↑ Belarus: EU imposes sanctions as Lukashenko orders police to clear the streets en. ციტირების თარიღი: 19 August 2020
- ↑ Global Protest Tracker, Carnegie Endowment for International Peace (website visited on 21 October 2021)
Why wearing the wrong socks is risky in Belarus, BBC News (6 May 2021)