სვეშტარახის თრაკიული აკლდამა
სვეშტარახის თრაკიული აკლდამა (ბულგ. Свещарска гробница), მდებარეობს ჩრდილო-აღმოსავლეთ ბულგარეთში, რაზგრადის ოლქში, სოფელ სვეშტარახის სიახლოვეს.
სვეშტარახის თრაკიული აკლდამა* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | ბულგარეთი |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | ii, iii |
სია | [1] |
რეგიონი** | ევროპა |
კოორდინატები | 43°44′42″ ჩ. გ. 26°45′59″ ა. გ. / 43.74500° ჩ. გ. 26.76639° ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 1985 (მე-9 სესია) |
ნომერი | 359 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 359 ინგლ. • რუს. • ფრ. |
აკლდამა აღმოჩენილ იქნა 1982 წელს, მიწაყრილში და მიეკუთვნება ძვ. წ. III საუკუნეს. ესაა თრაკიული სამარხი, რომელიც წარმოაჩენს თრაკიული საკულტო ნაგებობების ძირითად სტრუქტურას. სამარხის არქიტექტურული დეკორაციები უნიკალურადაა მიჩნეული, წარმოდგენილია მრავალი ხელოვნების ნიმუში, მათ შორის ნახევარადამიანები, კარიატიდები და კედლის მხატვრობა. ცენტრალური ოთახის კედლებზე ამოკვეთილია ქალის ათი ფიგურა, რომლებიც ამ ტიპის თრაკიული ხელოვნების უნიკალურ ნიმუშებს წარმოადგენენ, რომლებიც თრაკიის მიწიდან ასე შორს მდებარეობენ.
1985 წელს, იუნესკომ აღნიშნული აკლდამა მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.