კარიატიდები
კარიატიდები — ქალის სახის სვეტები, რომელთა კლასიკური ნიმუშია ათენის ერეხთეიონი. ქანდაკის სახის ქალი საყრდენის და სამკაულის როლს ასრულებს, მსგავსად ატლანტისა. პირველი სახეები ეგვიპტურ და აზიურ ხუროთმოძღვრებაში გვხვდება, მაგრამ სრულყოფილი სახე საბერძნეთში მიიღო და მისი სახელწოდებაც ლაკონიის ქალაქ კარიედან მოდის. კარიატიდები უხვადაა გამოყენებული შუა საუკუნეების არქიტექტურაშიც.
ხელოვნებაში
რედაქტირებაოგიუსტ როდენის ქანდაკების „დაცემული კარიატიდა“, რომელიც მისი მონუმენტური ნამუშევრის — „ჯოჯოხეთის კარიბჭის“ — ნაწილია, აღწერას ვხვდებით რობერტ ჰაინლაინის რომანში „უცხო უცხოთა ქვეყანაში“:
„სამი ათასზე მეტი წლის მანძილზე არქიტექტორები ქალის სხეულის ფორმის სვეტების მქონე ნაგებობებს აპროექტებდნენ... უამრავი საუკუნე გავიდა, ვიდრე იშვებოდა ვინმე ისეთი, ვინც ამ ტრადიციას აღუდგებოდა — გამოჩნდა როდენი, რომელმაც შეძლო დაენახა, რომ ეს ქალისთვის მეტად მძიმე და ულაზათო სამუშაო იყო. ...შეხედე ამ პატარა კარიატიდას. მან უზარმაზარი ტვირთის აზიდვა სცადა, მაგრამ სუსტმა მხრებმა ვერ გაუძლო და ქვის სიმძიმის ქვეშ ჩაიკეცა. შეხედე, როგორი მშვენიერი გოგონაა, როგორი დათრგუნვილი და უბედური ადამიანის გამომეტყველება აქვს, მაგრამ ბრალს მაინც არავის სდებს; ასეთი ტანჯვის მიუხედავად არ ადანაშაულებს მას, ვინც ამხელა ტვირთი აჰკიდა, ამ უბედურების გამო ღმერთებსაც არ კიცხავს... სანაცვლოდ კი, ისევ იმ ლოდის აწევას ცდილობს, რომელმაც რამისაა გასრისოს. მაგრამ ეს სკულპტურა უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ კარგი ხელოვნების ნიმუში, რომელიც საკუთარი არსებობით ცუდ ხელოვნებასაც განაქიქებს; ყველა იმ ქალის სიმბოლოა, ვისაც კი ოდესმე უმძიმესი ტვირთის ზიდვა უცდია. სავარაუდოდ, ამ პლანეტაზე მცხოვრებ ქალთა ნახევარზე მეტი სწორედ ასეთები არიან. მაგრამ ამ ნამუშევრის მნიშვნელობა ამით არ მთავრდება; ის ყველა იმ ადამიანის სიმბოლოა, ვისაც ოდესმე უცხოვრია, მძიმე ბრძოლაში მედგრად მდგარა, გმირულად გაულევია სიცოცხლე და ვისი გმირობაც იქამდე არ დაუნახავთ, ვიდრე თავიანთი მძიმე ტვირთის ქვეშ არ დაცემულად. ეს სკულპტურა სიმამაცისა და გამარჯვების დიდი სიმბოლოა.“[1]
ლიტერატურა
რედაქტირება- აკაკი გელოვანი, მითოლოგიური ლექსიკონი, გვ. 241, „საბჭოთა საქართველო“, თბ., 1983
სქოლიო
რედაქტირება- ↑ უცხო უცხოთა ქვეყანაში, „წიგნები ბათუმში“, გაგი გაბრიჭიძის თარგმანი, 2018 წელი