სვანური კოშკი
სვანური კოშკი — სვანეთში გავრცელებული თავდაცვითი ნაგებობა, ჩვეულებრივ 20-25 მეტრი სიმაღლისა. შედგებოდა 4-5, ან იშვიათად 6 სართულისგან. ქვედა სართული, რომლის კედლები 1,5 მეტრამდე სისქისაა, მეტწილად ყრუა, შესასვლელი მეორე სართულის დონეზეა მოწყობილი. სიმაღლეში კოშკი ვიწროვდება და კედლების სისქეც 0.7 - 0.8 მეტრამდე მცირდება. სართულები შიგნით ერთმანეთთან გადასატანი ხის კიბეებითაა დაკავშირებული. გვირგვინით დასრულებული კოშკის უკანასკნელ სართულზე მოწყობილია საბრძოლო ბაქანი. გადახურულია ორფერდა სახურავით. აღჭურვილია სათოფურებით. სვანურ კოშკს აგებდნენ რიყის ქვითა და ლოდებით, იყენებდნენ ფიქალსაც (უშგულის თემი). კოშკებს გარედან ლესავდნენ იშვიათი სიმტკიცის ბათქაშით. სვანური კოშკი ან საცხოვრებელ სახლთანაა დაკავშირებული (მურყვამი ანუ კოშკიანი სახლი), ან ცალკე დგას (ქურდიანების კოშკი, სოფელ ბოგრეშის მიდამოები).
უშგულის თემის სვანური კოშკები იუნესკო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლებს წარმოადგენს. გარდა ამისა, 2011 წელს ქვის არქიტექტურის საერთაშორისო კონკურსზე (International Award Architecture in Stone) დაჯილდოვდა პრემიით „ხალხური არქიტექტურა“[1][2].
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 312.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ სვანური კოშკები - „ქვის არქიტექტურის საერთაშორისო ჯილდო 2011“-ის გამარჯვებული დაარქივებული 2015-04-02 საიტზე Wayback Machine. . საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო
- ↑ სვანურ კოშკებს ქვის არქიტექტურის საერთაშორისო გამოფენაზე დააჯილდოებენ დაარქივებული 2015-04-02 საიტზე Wayback Machine. . „24 საათი“