სვადეშის მოძრაობა

ინდოეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ნაწილი

სვადეშის მოძრაობა (ბენგ. স্বদেশী — სამამულო, ჰინ. स्वदेशी — თავისი მიწა, თავისი ქვეყანა) — ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ფორმა ინდოეთში. მიმართული იყო ეროვნული მრეწველობის განვითარების წასახალისებლად, რომელსაც კონკურენციას უწევდა ინგლისური საქონელი. ჩაისახა XIX საუკუნის ბოლო მეოთხედში. 1906 წელს ინდოეთის ეროვნული კონგრესის კალკუტის სესიამ სვადეშის ლოზუნგი წამოაყენა, როგორც ერთ-ერთი მთავარი საპროგრამო მოთხოვნა.[1] მთავარ ლოზუნგად იქცა ადამიანთა რელიგიურ-თემური კუთვნილების მიხედვით ინდოეთის დანაწევრების მოწინააღმდეგეთა 1903–1908 წლების მოძრაობის დროს. ფართო გავრცელება ჰპოვა მაჰათმა განდის ხელმძღვანელობით მიმდინარე სამოქალაქო დაუმორჩილებლობის პერიოდში.[2] 1905–1907, 1918–1922 და 1930 წლებში სვადეშის მოძრაობა ინდოელების მიერ ინგლისური საქონლის ბოიკოტის ფორმით.[1] უპირატესად მხარს უჭერდნენ ადგილობრივი ნართისა და ქსოვილების წარმოების წახალისებას.[2]

1939-იანი წლების პოპულარული პოსტერი, რომელზეც გამოსახულია მაჰათმა განდი სართავ ჯარასთან. ქვეშ არის წარწერა: „კონცენტრირება მოახდინეთ ჯარასა და სვადეშიზე“.
  1. 1.0 1.1 ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 308.
  2. 2.0 2.1 Кашин В. П. Свадеши // Большая российская энциклопедия. т. 29. — М., 2015. — стр. 499.