სექსი დიდ ქალაქში (ფილმი)

სექსი დიდ ქალაქში (ინგლ. Sex and the City) — 2008 წლის რომანტიკული კომედიური ფილმი. იგი არის ამავე სახელწოდების სატელევიზიო სერიალის გაგრძელება, რომელიც, თავის მხრივ დაფუძნებულია კენდეს ბუშნელის ამავე სახელწოდების 1997 წლის რომანზე. „სექსი დიდ ქალაქში“ რეჟისორ მაიკლ პატრიკ კინგის სადებიუტო ფილმია,[2] მონაწილეობენ სარა ჯესიკა პარკერი, კიმ კეტროლი, კრისტინ დეივისი, სინთია ნიქსონი,კრის ნოთი, ჯენიფერ ჰადსონი, კენდის ბერგენი.

„სექსი დიდ ქალაქში“
რეჟისორი მაიკლ პატრიკ კინგი
პროდიუსერი
სცენარის ავტორი მაიკლ პატრიკ კინგი
ეფუძნება
როლებში
კომპოზიტორი აარონ ციგმანი
ოპერატორი ჯონ თომასი
მონტაჟი მაიკლ ბერენბაუმი
მწარმოებელი კომპანია HBO Films
დისტრიბუტორი New Line Cinema, Warner Bros.
გამოსვლის თარიღი 30 მაისი, 2008 (აშშ)
3 ივლისი, 2008 (საქ.)
ხანგრძლივობა 145 წუთი[1]
ქვეყანა დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 65,000,000 აშშ დოლარი

ფილმში, ისევე როგორც სერიალში, ნაჩვენებია ოთხი მეგობრის, კერი ბრედშოუს, სამანტა ჯონსის, შარლოტ იორკისა და მირანდა ჰობსის ცხოვრება.

მსოფლიო პრემიერა შედგა ლესტერის მოედანზე, ლონდონში 2008 წლის 15 მაისს,[3] დიდ ბრიტანეთში 2008 წლის 28 მაისს, აშშ-ში იმავე წლის 30 მაისს. ფილმი წარმატებული აღმოჩნდა კომერციულად; ბიუჯეტმა შეადგინა 65 მილიონი აშშ დოლარი, ხოლო შემოსავალი — 415.2 მილიონი.[4]

2010 წელს გამოვიდა ფილმის პირდაპირი გაგრძელება „სექსი დიდ ქალაქში 2“. 2016 წელს დაანონსდა ფილმის მესამე ნაწილის გადაღება, თუმცა მასზე მუშაობა შეწყდა.[5]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Sex and the City (15). British Board of Film Classification (15 მაისი, 2008). ციტირების თარიღი: June 19, 2016.
  2. Sex and the City. Turner Classic Movies. Turner Broadcasting System (Time Warner). ციტირების თარიღი: 4 ივლისი, 2016.
  3. Singh, Anita (2008-05-12). „Sex And The City stars want London audience to keep plot secret“. The Telegraph. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-06-13. ციტირების თარიღი: 2008-05-30.
  4. Sex and the City (2008). Box Office Mojo. Amazon.com. ციტირების თარიღი: 2008-07-27.
  5. 'We're Not Doing It:' Sarah Jessica Parker Confirms There Will Be No Sex and the City 3.