სერდიკის ედიქტი ასევე გალერიუსის ტოლერანტობის ედიქტი[1][2][3]311 წელს სერდიკაში (ახლანდელი სოფია, ბულგარეთი) რომაელი იმპერატორის გალერიუსის მიერ გამოცემული ედიქტი. მან ოფიციალურად შეწყვიტა ქრისტიანობის დიოკლეტიანესეული დევნა აღმოსავლეთ რომის იმპერიაში.[4]

სამენოვანი (ლათინური, ბულგარული, ბერძნული) ედიქტი წმ. სოფიას ეკლესიაში, სოფია

ედიქტმა არაპირდაპირ მიანიჭა ქრისტიანობას religio licita-ს სტატუსი, რაც გულისხმობს სარწმუნოებას, რომელიც აღიარებული და მიღებული იყო რომის იმპერიაში.[5] ეს იყო პირველი ედიქტი, რომელმაც დააკანონა ქრისტიანობა და ორი წლით გაუსწრო მილანის ედიქტს.

  1. Orlin, Eric (19 November 2015). Routledge Encyclopedia of Ancient Mediterranean Religions. Routledge, გვ. 287. ISBN 9781134625529. 
  2. MacMullen, Ramsay; Lane, Eugene (1 January 1992) Paganism and Christianity, 100-425 C.E.: A Sourcebook. Fortress Press, გვ. 219. ISBN 9781451407853. 
  3. Takacs, Sarolta Anna; Cline, Eric H. (17 July 2015) The Ancient World. Routledge, გვ. 202. ISBN 9781317458395. 
  4. Gibbon, Edward (1 January 2008). The History of the Decline and Fall of the Roman Empire. Cosimo, Inc., გვ. 132. ISBN 978-1-60520-122-1. 
  5. Marcone, Arnaldo (2002). Pagano e cristiano. Vita e mito di Costantino. GLF editori Laterza, გვ. 57. ISBN 9788842065951.