სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კობალაძე.

სერგო კობალაძე (დ. 1 სექტემბერი, 1915, ოზურგეთი — გ. უცნობია) — ქართველი თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1958), პროფესორი (1961), საქართველოს სსრ-ის მეცნიერებთა დამსახურებული მოღვაწე (1967).

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი 1939 წელს. 1941-1943 წლებში მონაწილეობდა დიდი სამამულო ომში. 1952-1953 წლებში იყო თბილისის ვაქცინებისა და შრატების სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის, ხოლო 1953-1953 წლებში თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის დირექტორი. 1965 წელს დაინიშნა ამავე ინსტიტუტის ჰოსპიტალური თერაპიის კათედრის გამგედ. 1972 წლიდან ხელმძღვანელობდა საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის კლინიკური და ექსპერიმენტული ფარმაკოთერაპიის განყოფილებას. ის შეისწავლიდა სამკურნალო საშუალებათა ეფექტურობის დადგენის, რაციონალურად დოზირების შემუშავების და მოქმედების მოქმედების მექანიზმის ფარმაკოლოგიური ანალიზის გზებს. ავტორია თხზულებისა „გულ-სისხლძრღვთა სისტემის დაავადების ახალი სამკურნალო საშუალებანი“ (1960).

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება