სერგი მამბრეს ძე ოგანოვი (რუს. Оганов, Сергей Мамбреевич; დ. 23 თებერვალი 1921, თბილისი — გ. 18 ნოემბერი 1941, დონის როსტოვი) — ლეიტენანტი (1941), საბჭოთა კავშირის გმირი (22 იანვარი 1943, სიკვდილის შემდეგ).

სერგი ოგანოვი
დაბადების თარიღი 23 თებერვალი 1921
დაბადების ადგილი თბილისი
გარდაცვალების თარიღი 18 ნოემბერი, 1941 (20 წლის)
გარდაცვალების ადგილი დონის როსტოვი
ჯარის სახეობა ქვეითი ჯარი
წოდება ლეიტენანტი
ჯილდოები ლენინის ორდენი

დაიბადა თბილისში, მუშის ოჯახში. 1939 წლიდან წითელ არმიაშია. 1941 წელს დაამთავრა 26 კომისრის სახელობის თბილისის სამთო-მსროლელი საარტილერიო სასწავლებელი და მოქმედ არმიაში გაიგზავნა. იბრძოდა სამხრეთ ფრონტზე. 1941 წლის 18 ნოემბერს ოგანოვის ბატარეამ, რომელსაც როსტოვის ოლქის სოფელ ბოლშიე-სალის მისადგომებთან ეკავა პოზიცია, შეაჩერა ფაშისტთა ტანკების იერიში და მტრის 30 ტანკი მწყობრიდან გამოიყვანა. სერგი ოგანოვი დაიღუპა 20 წლის ასაკში. მისი სახელობისაა ქუჩა დონის როსტოვში. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ჩინჩილაკაშვილი ტ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 497.
  • ავტორთა კოლექტივი. აკადემიკოს ნ. ბერძენიშვილის საერთო რედაქციით. მათ ასახელეს საბჭოთა სამშობლო (საბჭოთა კავშირის გმირები საქართველოდან). / საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია. ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტი. გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“ თბილისი - 1964
  • Цкитишвили К. В., Чинчилакашвили Т. Г. Герои Советского Союза из Грузии. Тб, 1981.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება