სერგეი ჩეტვერიკოვი

სერგეი სერგეის ძე ჩეტვერიკოვი (დ. 24 აპრილი (6 მაისი), 1880, მოსკოვი — გ. 2 ივლისი, 1959, გორკი, ახლანდ. ნიჟნი-ნოვგოროდი) — რუსი ბიოლოგი, გენეტიკოსი. სერგეი ივანეს ძე ჩეტვერიკოვის ვაჟი. 1906 წელს დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტი. 1909–1917 წლებში იყო ქალთა უმაღლესი კურსების (მოსკოვი) დოცენტი, 1917–1919 წლებში — მოსკოვის მე-2 სახელმწიფო უნივერსიტეტისა, 1919–1929 წლებში — 1-ლისა. 1921–1929 წლებში იყო სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ექსპერიმენტული ბიოლოგიის ინსტიტუტის გენეტიკის განყოფილების გამგე. 1929 წელს დააკავეს პოლიტიკური ბრალდებით და გაასახლეს მოსკოვიდან. 1935–1948 წლებში იყო გორკის უნივერსიტეტის გენეტიკის კათედრის გამგე (1938-დან პროფესორი). 1948 წელს, როდესაც საბჭოთა კავშირში გენეტიკა ცრუმეცნიერებად გამოცხადდა, შეწყვიტა სამეცნიერო საქმიანობა. მისი ძირითადი ნაშრომები გენეტიკის, ევოლუციის თეორიის, მწერების მორფოლოგიისა და სისტემეტიკის დარგებშია. პირველმა წამოაყენა დებულება მუტაციებით წარმოქმნილი სახეობების მიერ ბუნების გაჯერების შესახებ, გენეტიკურ პროცესების (მუტაცია, თავისუფალი შეჯვარება, ბუნებრივი გადარჩევა) და სახეობათა წარმოქმნისა და ევოლუციის მნიშვნელობაზე; თვითონვე გადო ხიდი დარვინის სწავლებასა და გენეტიკას შორის, რითაც სათავე დაუდო ევოლუციურ გენეტიკას.[2]

სერგეი ჩეტვერიკოვი
დაბ. თარიღი 24 აპრილი (6 მაისი), 1880
დაბ. ადგილი მოსკოვი[1]
გარდ. თარიღი 2 ივლისი, 1959(1959-07-02)[1] (79 წლის)
გარდ. ადგილი ნიჟნი-ნოვგოროდი
დასაფლავებულია წითელი სასაფლაო
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
 სსრკ
საქმიანობა ლეპიდოპტეროლოგი და გენეტიკოსი
მუშაობის ადგილი ნიჟნი-ნოვგოროდის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ალმა-მატერი მოსკოვის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი
მამა სერგეი ჩეტვერიკოვი
ჯილდოები საპატიო ნიშნის ორდენი მედალი 1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში მამაცური შრომისათვის

თხზულებები

რედაქტირება
  • Волны жизни // Дневник Зоологического отделения Общества любителей естествознания, антропологии и этнографии. т. Т. 3. № 6. — 1905.
  • „On certain aspects of the evolutionary process from the standpoint of modern genetics“. Proceedings of the American Philosophical Society. 105 (2). 1961.
  • О некоторых моментах эволюционного процесса с точки зрения современной генетики // Классики советской генетики. — Л., 1968.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Adams, Mark B. (1968). „The founding of population genetics: Contributions of the Chetverikov school 1924?1934“. Journal of the History of Biology. 1 (1): 23–39. doi:10.1007/BF00149774.
  • Рокицкий П. Ф. С. С. Четвериков и развитие эволюционной генетики // Из истории биологии. — М., 1975. Вып. 5.
  • Артемов Н. М., Калинина Т. Е. С. С. Четвериков. — М., 1994.