სერგეი სობოლევის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

რმა-ის ციმბირის ფილიალის სერგეი სობოლევის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტი (რუს. Институт математики имени С. Л. Соболева Сибирского отделения Российской академии наук (ИМ СО РАН)) — სამეცნიერო მათემატიკური ცენტრი ნოვოსიბირსკის აკადემ-ქალაქში, რომელშიც რუსეთის მათემატიკურ ინსტიტუტებს შორის ყველაზე მეტი თანამშრომელია. ინსტიტუტს ომსკში აქვს ფილიალი.

სერგეი სობოლევის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტი
დაფუძნდა 1957
დამაარსებელი სერგეი სობოლევი
სათავო ოფისი ნოვოსიბირსკი, რსფსრ
თანამშრომელი დაახლ. 350
საიტი http://www.math.nsc.ru/

ინსტიტუტი დააარსა სერგეი სობოლევმა(რუსული)ქართ. 1957 წელს. 1957 წლიდან 1963 წლამდე მისი სახელწოდება იყო „სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ციმბირის ფილიალის მათემატიკის ინსტიტუტი გამოთვლითი ცენტრით“.

თავდაპირველად მას აკადემ-ქალაქში, საბინაო ფონდში [1] ჰქონდა ფართი. ინსტიტუტის შენობა ააშენა ფიოდორ ბირიულიაევის გუნდმა და ის ექსპლუატაციაში შევიდა 1962 წლის სექტემბრიდან.

1964 წელს გამოთვლითი ცენტრი დამოუკიდებელ სამეცნიერო ორგანიზაციად იქცა.

ინსტიტუტში მუშავდება ალგებრისა და მათემატიკური ლოგიკის, გეომეტრიისა და ტოპოლოგიის, ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის, დიფერენციალური განტოლებების თეორიის, ფუნქციისა და ფუნქციონალური ანალიზის თეორიების, თეორიული ფიზიკის, მათემატიკური ეკონომიკის და თეორიული კიბერნეტიკის პრობლემები; სწავლობენ ოპტიმალური დაგეგმვისა და მართვის მოდელებს.

ინსტიტუტმა საფუძველი ჩაუყარა და გამოსცა სამეცნიერო ჟურნალები: „ციმბირის მათემატიკური ჟურნალი“ (1960 წლიდან), „ალგებრა და ლოგიკა“ (1962 წლიდან), „დისკრეტული ანალიზი და ოპერაციათა გამოკვლევა“ (1994 წლიდან), „მათემატიკური შრომები“ (1998 წლიდან), ინდუსტრიული მათემატიკის ციმბირის ჟურნალი“ (1998 წლიდან), „ციმბირული ელექტრონული მათემატიკური ცნობები“ (2004 წლიდან).[2]

ცნობილი თანამშრომლები[3]

რედაქტირება
  • გ. პ. აკილოვი
  • ა. დ. ალექსანდროვი
  • ვ. ლ. ბერესნევი
  • ა. ვ. ბიწაძე
  • ა. ა. ბოროვკოვი
  • ს. კ. გოდუნოვი
  • ა. პ. ერშოვი
  • ი. ლ. ერშოვი
  • ე. ი. ზელმანოვი
  • ლ. ვ. კანტოროვიჩი
  • მ. ე. კაპოვიჩი
  • მ. ი. კარგაპოლოვი
  • ი. გ. კოსარევი
  • ს. ს. ქუთათელაძე
  • მ. მ. ლავრენტიევი (უფროსი)
  • ა. ა. ლიაპუნოვი
  • ვ. დ. მაზუროვი
  • ვ. ლ. მაკაროვი
  • ა. ი. მალცევი
  • ი. ი. მერზლიაკოვი
  • ი. გ. რეშეტნიაკი
  • ვ. გ. რომანოვი
  • ს. ლ. სობოლევი
  • ვ. ა. ტოპონოგოვი
  • დ. გ. ფონ-დერ-ფლაასი
  • დ. ვ. შირკოვი
  • ა. ი. შირშოვი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1962 год, Новосибирск У Института Математики (который располагался в жилом доме на Морском проспекте).
  2. МАТЕМА́ТИКИ ИНСТИТУ́Т. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-09-20. ციტირების თარიღი: 2022-02-01.
  3. Страницы Института на сайте Фотоархив СО РАН