სერგეი სკრიპკა
სერგეი ივანეს სკრიპკა (რუს. Серге́й Ива́нович Скри́пка; დ. 5 ოქტომბერი, 1949, ხარკოვი, უკრაინის სსრ, სსრკ) — საბჭოთა და რუსი დირიჟორი. რუსეთის ფედერაციის სახალხო არტისტი (1998). რუსეთის ფედერაციის მთავრობის პრემიის ლაურეატი (2010).
სერგეი სკრიპკა | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 5 ოქტომბერი, 1949 |
დაბ. ადგილი | ხარკოვი, უკრაინის სსრ, სსრკ |
საქმიანობა | დირიჟორი |
სერგეი სკრიპკა ვიკისაწყობში |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1949 წლის 5 ოქტომბერს ხარკოვში. სწავლობდა ხარკოვის საშუალო სპეციალურ სამუსიკო სკოლაში, შემდეგ ხარკოვის სამხატვრო ინსტიტუტში, რომელიც დაამთავრა 1972 წელს ქორმაისტერის ხარისხით. პარალელურად მუშაობდა საოპერო სტუდიაში, სადაც პროფესიონალი დირიჟორის პირველი გამოცდილება მოიპოვა. 1973 წელს ჩაირიცხა პ.ი. ჩაიკოვსკის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორიაში პროფესორ ლეო გინზბურგის კლასში.
ჟუკოვსკის (მოსკოვის ოლქი) სიმფონიური ორკესტრის დირიჟორი 1975 წლიდან. ორკესტრთან ერთად 1991 წლიდან გასტროლებით მოიარა ევროპის ქვეყნები: შვეიცარია, უნგრეთი, დანია, პოლონეთი, შვედეთი.
1977 წლიდან მუშაობს სსრკ მინისტრთა საბჭოსთან არსებულ კინემატოგრაფიის სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრში (1991 წლიდან - რუსეთის კინემატოგრაფიის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი), ხოლო 1993 წლიდან არის ამ ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი.
პირველი დამოუკიდებელი ნამუშევარია ფილმი „განსაკუთრებული ყურადღების ზონაში“. მუშაობდა ფილმებისთვის მუსიკის ჩაწერაზე ისეთ კომპოზიტორებთან, როგორებიც არიან: ალფრედ შნიტკე („პატარა ტრაგედიები“ (მან ჩაწერა მუსიკის მესამედი; დაუწერელი)), ანდრეი პეტროვი, ალექსეი რიბნიკოვი, ევგენი კრილატოვი, სოფია გუბაიდულინა, მიქაელ ტარივერდიევი, მაქსიმ დუნაევსკი, ვლადიმერ დუნაევსკი, ედუარდ არტემიევი, ლეონიდ დესიატნიკოვი, ალექსეი შელიგინი და სხვები სულ ნამუშევარია დაახლოებით 1000 ფილმზე, მათ შორის მხატვრულ, დოკუმენტურ, პოპულარულ მეცნიერებათა, ანიმაციურ და სხვა ჟანრის ფილმებზე.
გნესინების სახელობის რუსეთის მუსიკის აკადემიის საორკესტრო დირიჟორობის განყოფილების პროფესორი (1997 წლიდან 2007 წლამდე).
ორკესტრთან ერთად მონაწილეობა აქვს მიღებული გადაცემებში „ოპერის ფანტომი“, „საღამოს ურგანტი“ და „ყველაზე საუკეთესო“ (პირველ არხზე), „დიდი ოპერა“ (არხზე „კულტურა“). ჩატარებული აქვს დიდი რაოდენობის კონცერტები და ჩანაწერები ცნობილ სოლისტებთან და ორკესტრებთან. კერძოდ, მოსკოვის სახელმწიფო ფილარმონიის აკადემიურ სიმფონიურ ორკესტრთან. მისი ძირითადი შემოქმედებითი მოღვაწეობა კინოში უკავშირდება რუსეთის კინემატოგრაფიის სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრს.
როგორც დირიჟორს, აქვს რეპერტუარის გრძელი სია. ამასთან დაინტერესებულია სხვადასხვა ეპოქითა და ჟანრით: ბაროკოდან თანამედროვე მუსიკამდე, კლასიკურიმუსიკიდან ესტრადის საუკეთესო ნიმუშებამდე. ასევე ისეთი ნაწარმოებებით, რომლებიც იშვიათად სრულდება (ჰაიდნის ორატორია „წელიწადის დრონი“, ბეთჰოვენის „სახელობითი“ უვერტიურა, ჩაიკოვსკის სიმფონია „მი-ბემოლ მაჟორი“). მან პირველმა შეასრულა სსრკ-ში კაიზერის ორატორია „ვნებები მარკზე“, ასევე პირველმა განახორციელა გლიერის, მოსოლოვის, შაბალინის, დენისოვის ნაწარმოებების ჩანაწერები კომპაქტ-დისკზე.[1] 2018 წელს სერგეი სკრიპკამ ჩაატარა ედუარდ არტემიევის რექვიემის - „ცხრა ნაბიჯი გარდასახვამდე“ მსოფლიო პრემიერა. ის კინოფესტივალებისა და მუსიკალური კონკურსების ჟიურის მუდმივი მონაწილეა, ასევე შედის რუსეთის ორი კინოაკადემიის („ნიკა“ და „ოქროს არწივი“) შემადგენლობაში. არის რუსეთის კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი, რუსეთის ფედერაციის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1993), რუსეთის ფედერაციის სახალხო არტისტი (1998), ქალაქ ჟუკოვსკის საპატიო მოქალაქე (2004), რუსეთის ფედერაციის მთავრობის პრემიის ლაურეატი კულტურის დარგში (2010). დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2016).[2]
ფილმოგრაფია შერჩევით
რედაქტირება- 1978 : ძველმოდური კომედია
- 1978 : ჩემი ნაზი და ალერსიანი მხეცი
- 1979 : ავტოფარეხი
- 1979 : ბოშა
- 1980 : იდეალური ქმარი
- 1981 : ბეჭედი ამსტერდამიდან
- 1982 : სადგური ორისთვის
- 1982 : სპორტლოტო-82
- 1986 : ქინ-ძა-ძა!
- 2004 : მოსკოვური საგა
- 2004 : მაკნატუნა
- 2006 : ექიმი ჟივაგო
- 2007 : ლიკვიდაცია
- 2009 : ანა კარენინა
- 2013 : კუ! ქინ-ძა-ძა
- 2018 : გოდუნოვი
მონაწილეობა ფილმებში
რედაქტირება- 2001 - „ზვავი“ - კამეო
- 2002 - „ოლიგარქი“ - კამეო
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „სერგეი სკრიპკა“ ვიკისაწყობში.
- სერგეი სკრიპკა — კინოფილმების ინტერნეტ მონაცემთა ბაზა (ინგლისური)
- სერგეი სკრიპკა რუსეთის კინემატოგრაფიის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის საიტზე
- სერგეი სკრიპკა ჟუკოვსკის სიმფონიური ორკესტრის საიტზე]
- Дирижёр Сергей Скрипка: «Даже в серьёзных сериалах звучит убогая музыка»