სერგეი მალიშევი
სერგეი ივანეს ძე მალიშევი [დ. 12 (25) სექტემბერი, 1906, ბოლშოე გრიბოვო, ახლანდელი მოსკოვის ოლქი — გ. 1971, სუმგაითი, აზერბაიჯანის სსრ] — საბჭოთა ინჟინერ-მეტალურგი, სტალინური პრემიის ლაურეატი (1943), საქართველოს დამსახურებული ინჟინერი (1961).
ბიოგრაფია
რედაქტირება1932 წელს დაამთავრა მოსკოვის ფოლადის ინსტიტუტი. 1932-1949 წლებში მუშაობდა ზლატოუსტის მეტალურგიულ ქარხანაში მთავარ ინჟინრად. 1949-1957 წლებში მივლინებული იყო ჩინეთსა და ჩეხოსლოვაკიაში. 1957-1962 წლებში იყო რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მთავარი ინჟინერი. 1962 წელს ს. მალიშევს სპეციალისტების ჯგუფთან ერთად მიენიჭა ლენინური პრემია რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მილსაგლინ აგრეგატ „400-ის“ მექანიზაციისა და ავტომატიზაციისათვის. არის გამოგონებების ავტორი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 390.
- ენციკლოპედია „საქართველო“