სენეგალის ეკონომიკა

სენეგალი მსოფლიოში ყველაზე ნაკლებად განვითარებული ქვეყნების რიცხვშია. მოუხედავად ამისა, ის ტროპიკული აფრიკის ერთ-ერთ დინამიურად განვითარებად ქვეყნებს შორისაა. არაქისი და ფოსფატები ქვეყნის მთავარ საექსპორტო საქონელს წარმოადგენს. სენეგალის ეკონომიკაც ამ საქონლის ფასზე და ქვეყნის კლიმატზეა დამოკიდებული.


სოფლის მეურნეობა

რედაქტირება

მომუშავე მოსახლეობის 77% სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული. შემოსავლის მთავარ წყაროს წარმოადგენს არაქისი, რომელიც დამუშავებული ტერიტორიების 40% და საექსპორტო საქონლის 11% წარმოადგენს. სენეგალში ასევე აწარმოებენ ბანანს, ბამბას, შაქრის ლერწამს და სხვა. შიდა მოხმარებისთვის მოჰყავთ ფეტვი და სიმინდი. სოფლის მეურნეობაში დიდი ადგილი უჭირავს თევზჭერას, რომელიც საექსპორტო მოგების მეოთხედს წარმოადგენს.

ენერგეტიკა

რედაქტირება

2004 წელს გამომუშავებულ იქნა 1,453 მილიარდი კვტ ენერგია. სენეგალის ტერიტორიის მესამედი ელექტროფიცირებულია, თუმცა სოფელში მცხოვრები მოსახლეობის მხოლოდ 5% იყენებს ელექტრო ენერგიას.

ტრანსპორტი

რედაქტირება

აეროპორტი

  • სულ — 20 (2013)

რკინიგზა

  • სულ — 906 კმ (2014)

ავტომაგისტრალი

  • სულ — 15 000 კმ (2015)

ვაჭრობის სალდო უარყოფითია — იმპორტი 2-ჯერ აღემატება ექსპორტს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება