სენეგალის დემოგრაფია

სტატია მოიცავს სენეგალის მოსახლეობის ისეთ დემოგრაფიულ მონაცემებს როგორიცაა: სიმჭიდროვე, ეთნიკური ჯგუფები, განათლების და ჯანმრთელობის დონე, ეკონომიკური სტატუსი, რელიგიური კუთვნილება და სხვა ასპექტები.

სენეგალის მოსახლეობა (მილიონებში).

სენეგალის მოსახლეობის დაახლოებით 70% სოფლად ცხოვრობს. სიმჭიდროვე ერთ კვადრატულ კილომეტრზე 2-დან 77 ადამიანამდე მერყეობს. სენეგალში დაახლოებით 50 000 ევროპელი (ძირითადად ფრანგები) ასევე ლიბანელები და ვიეტნამელები ცხოვრობენ. ოფიციალური ენა ფრანგულია, თუმცა მას რეგულარულად მხოლოდ წერა-კითხვის მცოდნე უმცირესობა იყენებს. უმეტესობა ადგილობრივ ენებზე საუბრობს, რომელთა შორისაც ყველაზე ფართოდ ვოლოფი გამოიყენება.

მოსახლეობა

რედაქტირება

1950 წელს სენეგალის მოსახლეობა მხოლოდ 2,416,000-ს შეადგენდა, ხოლო 2010 წლისთვის უკვე 12,434,000 ადამიანს. მათ შორის 15 წელზე ნაკლები ასაკის მქონე ბავშვები მთლიანი მოსახლეობის 43.7%-ს შეადგენდნენ, 15-65 ასაკის ადამიანები 53.9% ხოლო 65 წელს გადაცილებული 2.4%-ს.[1]

ეთნიკური ჯგუფები

რედაქტირება

სენეგალის ყველაზე მსხვილი ეთნიკური ჯგუფებია: ვოლოფი 38.7%, ფულბე 26.5%, სერერები 15%, მანდინკა 4.2%, ჯოლა 4%, სონინკები 2.3%, და სხვა მცირე ჯგუფები 9.3% (მათ შორის 50,000 ევროპელი და ლიბანელები) (2010–2011 est.)[2]

სენეგალის ოფიციალური ენაა ფრანგული, ასევე გავრცელებულია შემდეგი ადგილობრივი ენებიც: ვოლოფი, პილაარი, სერერი, ჯოლა, მანდიკა.

სენეგალის მოსახლეობა რელიგიური კუთვნილების მიზედვით იყოფა შემდეგნაირად:[2]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Population Division of the Department of Economic and Social Affairs of the United Nations Secretariat, World Population Prospects: The 2010 Revision
  2. 2.0 2.1 Africa :: SENEGAL. The World Factbook. CIA. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-08-31. ციტირების თარიღი: 2017-07-11.