სელუსის ეროვნული პარკი
სელუსის ეროვნული პარკი ან სელუსის სპორტული ნადირობის ნაკრძალი — მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ფაუნის ნაკრძალი, მდებარეობს სამხრეთ ტანზანიაში. სახელი ეწოდა ცნობილი მონადირისა და წარსულში კონსერვაციონისტის, ინგლისელი სერ ფრედერიკ სელუსის პატივსაცემად, რომელიც ამ ტერიტორიაზე 1917 წელს, პირველი მსოფლიო ომის მიმდინარეობისას გერმანელთა წინააღმდეგ ბრძოლაში დაიღუპა. უფრო ადრე, 1879 წელს ამავე ტერიტორიაზე გარდაიცვალა შოტლანდიელი მკვლევარი და კარტოგრაფი ქეით ჯონსტონი, როდესაც ის ჯოზეფ ტომსონთან ერთად აფრიკის დიდი ტბების ექსპედიციას ხელმძღვანელობდა. 1982 წელს იუნესკომ პარკი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა მისი ველური ბუნების მრავალფეროვნებისა და ხელუხლებელი ბუნების გამო.
სელუსის ეროვნული პარკი* | ||
---|---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | ||
ქვეყანა | ტანზანია | |
ტიპი | ბუნებრივი | |
კრიტერიუმები | ix, x | |
სია | [1] | |
რეგიონი** | აფრიკა | |
კოორდინატები | 9°00′00″ ს. გ. 37°24′00″ ა. გ. / 9.00000° ს. გ. 37.40000° ა. გ. | |
გაწევრიანების ისტორია | ||
გაწევრიანება | 1982 (მე-6 სესია) | |
ნომერი | 199 | |
საფრთხის ქვეშ | 2014 | - |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 199 ინგლ. • რუს. • ფრ. |
ნაკრძალის მთლიანი ფართობი 54 600 კმ²-ია, ასევე გააჩნია დამატებითი ბუფერული ზონები. ნაკრძალის ტერიტორიაზე ნებადართულია ადამიანთა არამუდმივი დასახლება. ყველა შესასვლელი და გასასვლელი მკაცრად კონტროლდება ტანზანიის ბუნებრივი რესურსებისა და ტურიზმის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი ველური ბუნების დანაყოფის მიერ. პარკიში შესაძლებელია სავანისათვის დამახასიათებელი ცხოველების ისეთი დიდი რაოდენობის ხილვა, რაც არაა აფრიკის არცერთ სხვა სპორტული ნადირობის ნაკრძალსა თუ ეროვნულ პარკში.
არეალი თავდაპირველად დაცულ ტერიტორიად 1896 წელს გერმანელმა გუბერნატორმა ჰერმან ფონ ვისმანმა გამოაცხადა, 1905 წელს კი ის სპორტული სანადირო ნაკრძალი გახდა. პარკის ჩრდილოეთი ნაწილი, მდინარე რუფიჯის გასწვრივ, გამოცხადებულია ფოტოგრაფიის ზონად და საკმაოდ პოპულარულია ტურისტებში. მდინარისა და ტბათა სისტემის გასწვრივ განლაგებულია ბანაკები.
პარკში ნებადართულია ფეხით სასიარულო საფარი. პოპულარული საქმიანობაა სანაოსნო ექსკურსიები მდინარე რუფიჯიზე.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Tanzania Multipark Excursions დაარქივებული 2009-01-21 საიტზე Wayback Machine.
- WCMC Selous Game Reserve Site დაარქივებული 1997-07-10 საიტზე Archive.isCategory:Webarchive template archiveis links
- Official UNESCO website entry
- Map of Selous Game Reserve
- Wild Heart of Africa - The Selous Game Reserve in Tanzania, edited by Rolf Baldus