სელიმი (შეჰზადე)
შეჰზადე სელიმი (თურქ. Şehzade Sultan Selim; დ. 1585 — გ. 20 აპრილი, 1597) — ოსმალეთის იმპერიის სულთნის, მეჰმედ III-სა და ჰანდან სულთნის ვაჟი.
სელიმი | |
---|---|
მშობლიური სახელი | Şehzade Sultan Selim |
დაბადების სახელი | შეჰზადე სულთან სელიმი |
დაბადების თარიღი |
1585 მანისა, ოსმალეთის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი |
20 აპრილი, 1597 (12 წლის) სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია |
გარდაცვალების მიზეზი | გარდაიცვალა დაავადების შედეგად |
რელიგია | ისლამი |
მშობლები |
მამა: მეჰმედ III დედა: ჰანდან სულთანი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაშეჰზადე სელიმი დაიბადა 1585 წელს მანისაში. მისი მამა იყო ოსმალეთის ტახტის მემკვიდრე შეჰზადე მეჰმედი, ხოლო დედა წარმოშობით ბოსნიელი ჰანდან სულთანი. მისი დაბადების დროს, ოსმალეთის სულთანი იყო მისი პაპა, მურად III. სელიმს ჰყავდა უფროსი ძმა, მაჰმუდი.
1595 წელს, როდესაც სელიმი 10 წლის იყო, მისი პაპა გარდაიცვალა და ტახტი მამამისმა დაიკავა. მეჰმედმა ტახტის მემკვიდრედ სწორედ შეჰზადე სელიმი გამოაცხადა.
1597 წლის 20 აპრილს, 12 წლის შეჰზადე სელიმი დაავადების შედეგად გარდაიცვალა.
ლიტერატურა
რედაქტირება- Pierce, Leslie. The İmperial Harem: Women and Sovereignty in the Ottoman Empire. ss. 42-45 , 91-95. ISBN 9780195086775.
- Aycibin, Zeynep (2007). Kâtip Çelebi, Fezleke: Tahlil ve Metin, Yayınlanmamış Doktora Tezi, Mimar Sinan Üniversitesi. s. 452.
- Öztuna, Yılmaz (2005). Devletler ve Hanedanlar. Ankara: Kültür ve Turizm Bakanlığı Yayınlar. s. 176.