ჰანდან სულთანი
ჰანდან სულთანი (დ. 1574[1] — გ. 26 ნოემბერი, 1605[2]) — ოსმალეთის სულთნის მეჰმედ III-ის ცოლი. სულთან აჰმედ I-ის დედა. ვალიდე-სულთანი.
ჰანდან სულთანი | |
---|---|
خندان سلطان | |
ვალიდე სულთანი | |
მმართ. დასაწყისი: | 22 დეკემბერი, 1603 |
მმართ. დასასრული: | 9 ნოემბერი, 1605 |
წინამორბედი: | საფიე სულთანი |
მემკვიდრე: | ჰალიმე სულთანი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1574 |
დაბ. ადგილი: | ბოსნიის სანჯაყი, ოსმალეთის იმპერია |
გარდ. თარიღი: | 9 ნოემბერი, 1605 |
გარდ. ადგილი: | სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია |
მეუღლე: | მეჰმედ III |
შვილები: |
აჰმედ I შეჰზადე სელიმი შეჰზადე სულეიმანი ორი ქალიშვილი |
რელიგია: | ისლამი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაჰანდან სულთანი დაიბადა 1574 წელს. სავარაუდოდ ბერძნული წარმოშობის იყო და ერქვა ელენა. მას შემდეგ რაც 1603 წელს მისი 13 წლის შვილი ტახტზე ავიდა, გახდა ვალიდე-სულთანი. ოსმალეთის იმპერიას 2 წლის განმავლობაში შვილის სახელით მართავდა. რადგან მისი შვილი ჯერ კიდევ მცირეწლოვანი იყო, მან განიმტკიცა ძლიერი პოზიციები, თუმცა მან ვერ შეძლო მიეღწია ისეთი დიდებისა და ძლიერებისათვის, როგორც მისმა წინამორბედმა საფიე სულთანმა. ჰანდან სულთანი ისტორიულად ლამაზი მეტად დახვეწილი და ამპარტავანი ქალი იყო. ოსმალეთის იმპერიის მართვას შვილის სახელით უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. ისტორიულად ჰანდან სულთანი იწვევდა ჰარემში ფაშებს. ისინი სულთან აჰმედთან მხოლოდ ჰანდან სულთნისგან ნებართვის შემდეგ მიდიოდნენ. ჰანდან სულთანმა ისევ შვილის სახელით გააძევა სასახლიდან საფიე სულთანი ძალაუფლების ხელში ჩასაგდებათ. სწორედ ჰანდან სულთანის გავლენის ქვეშ იყო მეუღლე მეჰმედ lll ხოლო სულთან აჰმედ I-ს გააჩნდა დამოუკიდებელი აზროვნება და გონიერება, რის გამოც ადვილად იგერიებდა დედის მცდელობას, მასზე გავლენა მოეხდინა[3]. ჰანდან სულთანი გარდაიცვალა შედარებით ახალგაზრდა ასაკში, ისტორიის თანახმად იგი შვილმა მოკლა. ამიტომ მან ვერ მოასწრო მოეპოვებინა უფრო დიდი ძალაუფლება. ამავე წელს ჰარემში აჰმედ I-ის მომავალი ცოლი — კოსემ სულთანი მოვიდა. თითქმის ნახევარი საუკუნის (1605 — 1651) შემდეგ ოსმალეთის იმპერიას მისი შვილები და შვილიშვილები მართავდნენ. ჰანდან სულთანი დაკრძალულია სულთან აჰმედის მეჩეთში.
პოპულარულ კულტურაში
რედაქტირება2015-2016 წლის ტელესერიალში „დიდებული საუკუნე: ქიოსემი“ ჰანდან სულთანს განასახიერებს თურქი მსახიობი თიულინ ოზენი. [წყარო არ არის მითითებული 739 დღე]
ლიტერატურა
რედაქტირება- Börekçi, Günhan (2010). Factions And Favorites At The Courts Of Sultan Ahmed I (r. 1603-17) And His Immediate Predexessors.
- Börekçi, Günhan. İnkırâzın Eşiğinde Bir Hanedan: III. Mehmed, I. Ahmed, I. Mustafa ve 17. Yüzyıl Osmanlı Siyasî Krizi - A Dynasty at the Threshold of Extinction: Mehmed III, Ahmed I, Mustafa I and the 17th-Century Ottoman Political Crisis.
- A ́goston, Ga ́bor; Masters, Bruce Alan (May 21, 2010). Encyclopedia of the Ottoman Empire. Infobase Publishing. ISBN 978-1-438-11025-7.
- Ipşırlı, Mehmet (June 1976). Mustafa Selaniki's history of the Ottomans.
- Haskan, Mehmed Nermi (2001). Yüzyıllar Boyunca Üsküdar, Volume 1. Üsküdar Belediyesi. ISBN 978-9-759-76063-2.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ The Imperial House of Osman. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-05-02. ციტირების თარიღი: 2006-05-02.
- ↑ E.J. Brill’s First Encyclopaedia of Islam, 1913—1936, Martijn Theodoor Houtsma, 1987
- ↑ Imperial Harem : Women and Sovereignty in the Ottoman Empire 1993, Oxford University Press, ISBN 0-19-508677-5