სეკრეტარის კუნძული
სეკრეტარი (ინგლ. Secretary Island) — კუნძული ახალი ზელანდიის სამხრეთ-დასავლეთით, სამხრეთ კუნძულთან ძალიან ახლოს. არის ფიორდლანდის ეროვნული პარკის ტერიტორიის ნაწილი. მოქცეულია დაუთფულ-საუნდის ფიორდში, დასავლეთიდან ესაზღვრება ტასმანის ზღვა. ადმინისტრაციულად შედის საუთლენდის რეგიონის შემადგენლობაში.
მშობ. სახელი: ინგლ. Secretary Island | |
---|---|
გეოგრაფია | |
მდებარეობა | წყნარი ოკეანე |
კოორდინატები | 45°15′ ს. გ. 166°55′ ა. გ. / 45.250° ს. გ. 166.917° ა. გ. |
ფართობი | 81,4 კმ² |
უმაღლესი წერტილი | 1200 მ |
ახალი ზელანდია | |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | დაუსახლებელი (2010) |
კუნძულს იცავს ახალი ზელანდიის კონსერვაციის დეპარტამენტი.[1]
გეოგრაფია
რედაქტირებააქვს უხეში სამკუთხედის ფორმა. კუნძულის ზედაპირი მთიანია, მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან 1196 მეტრს აღწევს, რაც ყველაზე მაღალია ფიორდლანდის ეროვნული პარკის კუნძულებს შორის[2]. კუნძული დაუსახლებელია და მოიცავს 81,4 კმ²[2].
კუნძულზე დარეგისტრირებულია მცენარეულობათა და მათი გავრცელების სფეროს დიდი მრავალფეროვნება, რომლებიც ვარირებენ დაბლობის წიფელ-პოდოკარპიანი (ლათ. Podocarpaceae) ტყეებიდან სუბალპურ ბუჩქებიან მდელოებამდე[3]. ადგილობრივი ფაუნა ასევე შედარებით მდიდარია. კუნძულზე ბუდობს ახალზელანდიური ფაუნის რამდენიმე ფასეული წარმომადგენელი, მათ შორის გამოირჩევიან მსხვილტუჩა პინგვინი (ლათ. Eudyptes pachyrhynchus), ნაცრისფერი ქარიშხალა (ლათ. Puffinus griseus), ყავისფერი კივი (ლათ. Apteryx australis), უეკა (ლათ. Gallirallus australis), ახალზელანდიური შავარდენი (ლათ. Falco novaeseelandiae), ყვითელშუბლა მხტუნავი თუთიყუში (ლათ. Cyanoramphus auriceps)[2]. მიუხედავად ამისა მათთვის მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს ყარყუმი, რომელიც შემოიყვანეს ქვეყანაში ევროპელებმა. ამიტომ კუნძულზე მიმდინარეობს მათი მუდმივი განადგურება[2].
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Secretary Island Restoration Project დაარქივებული 2010-06-03 საიტზე Wayback Machine. Oct 2004
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 Secretary Island operational plan: Part A stoat eradication. New Zealand Department of Conservation. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-22. ციტირების თარიღი: 2010-04-08.
- ↑ Chris Golding, Pete McMurtrie, Kerri-Anne Edge, Murray Willans., Secretary Island Operational Plan. Part A - Stoat Eradication // New Zealand Department of Conservation, 2005.