სეკი აკიკო
სეკი აკიკო (დ. 8 სექტემბერი, 1899, ტოკიო — გ. 2 მაისი, 1973, იქვე) — იაპონელი მომღერალი (სოპრანო), საგუნდო დირიჟორი და საზოგადო მოღვაწე.
ბიოგრაფია
რედაქტირება1921 დაამთავრა ტოკიოს კონსერვატორია. 1948 დააარსა ტოკიოს ცენტრალური გუნდი „იაპონიის მომღერალი ხმები“, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ანტიმილიტარისტულ მასობრივ თვითმოქმედ საგუნდო ხელოვნებას. სეკი საბჭოური სიმღერის დიდი პოპულარიზატორია იაპონიაში. 1964 ცენტრალურ გუნდთან ერთად გასტროლები გამართა სსრკ-ში. იყო „იაპონია-სსრკ მეგობრობის ასოციაციის“ თავმჯდომარე. საერთაშორისო ლენინური პრემია "ხალხთა შორის მშვიდობის განმტკიცებისათვის" (1955).
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 273.