სეიჯი კაია ( იაპონ. 茅誠司 kaya seiji , დ. 21 დეკემბერი, 1898 — გ. 9 ნოემბერი , 1988) — იაპონელი ფიზიკოსი, იაპონიის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, სსრკ მეცნიერებათა აკადემიის უცხოელი წევრი.

სეიჯი კაია
იაპონ. 茅誠司
დაბ. თარიღი 21 დეკემბერი, 1898(1898-12-21)
დაბ. ადგილი კანაგავის პრეფექტურა
გარდ. თარიღი 9 ნოემბერი, 1988(1988-11-09) (89 წლის)
გარდ. ადგილი ტოკიო
მოქალაქეობა  იაპონია
 იაპონიის იმპერია
საქმიანობა ფიზიკოსი
მუშაობის ადგილი ტოკიოს უნივერსიტეტი, ტოჰოკუს უნივერსიტეტი და ჰოკაიდოს უნივერსიტეტი
ალმა-მატერი ტოკიოს ტექნოლოგიური ინსტიტუტი და ტოჰოკუს უნივერსიტეტი
ჯილდოები კულტურის ორდენი, ამომავალი მზის 1-ლი ხარისხის ორდენი, კულტურის დამსახურებული მოღვაწე და ფუდანის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი[1]

ბიოგრაფია

რედაქტირება

სეიჯი კაია დაიბადა 1898 წლის 21 დეკემბერს კანაგავას პრეფექტურაში. 1923 წელს დაამთავრა ტოჰოკუს უნივერსიტეტი. შემდეგ მუშაობდა მეტალური მასალების ინსტიტუტში (იაპ. 金属 材料 研究所}, სადაც მისი ერთ-ერთი მასწავლებელი იყო ცნობილი იაპონელი ფიზიკოსი და მეტალურგი კოტარო ჰონდა. ინსტიტუტის დასრულების შემდეგ სწავლის გასაგრძელებლად გაემგზავრა გერმანიაში. ჰოკაიდოს უნივერსიტეტში 13 წლიანი პედაგოგიური მოღვაწეობის შემდეგ (1931 - 1943 წწ.) 1943 წელს დაინიშნა ტოკიოს უნივერსიტეტის პროფესორად. მან შეისწავლა ფერომაგნიტური კრისტალები. 1942 წელს მეცნიერებათა აკადემიისგან მიიღო ჯილდო ნაშრომისთვის „ფერომაგნიტური კრისტალების მაგნიტური კვლევები“ (იაპონ. 強磁性結晶体の 磁気的研究) 1941 წლიდან 1948 წლამდე იყო ტოკიოს ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროფესორი. [2]

მეორე მსოფლიო ომის (მეორე მსოფლიო ომის საომარი მოქმედებების წყნარი ოკეანის თეატრი) შემდეგ, 1947-1949 წლებში, ხელმძღვანელობდა კულტურის სამინისტროს საბუნებისმეტყველო განათლების დირექტორატს (იაპონ. 文部省 科学 教育局 ) რა დროსაც გადამწყვეტი როლი ითამაშა იაპონიის სამეცნიერო საბჭოს შექმნაში — დაწესებულების, რომელიც შეიქმნა იაპონიის განათლებისა და კვლევის სისტემის რესტრუქტურიზაციისთვის. 1954 წლიდან 1959 წლამდე კაია იკავებდა საბჭოს პრეზიდენტის თანამდებობას.[3]

1957 წლის დეკემბრიდან 1963 წლის დეკემბრამდე კაია იყო ტოკიოს უნივერსიტეტის მე-17 პრეზიდენტი. 1958 წლის 20 ივნისს აირჩიეს სსრკ მეცნიერებათა აკადემიის უცხოელ წევრად. 1961 წლის 12 დეკემბერს გახდა იაპონიის მეცნიერებათა აკადემიის წევრი. 1963 წელს, როდესაც ტოკიოს უნივერსიტეტის პრეზიდენტის თანამდებობაზე იმყოფებოდა (პენსიაზე გასვლამდე), მიმართა კურსდამთავრებულებს. მის მიმართვაში მთავარი აქცენტი გადატანილი იყო მეტი კარგი საქმის კეთებისკენ. მეცნიერის მოწოდება გახდა სოციალური ფენომენი, რასაც შედეგად მოჰყვა ერთიანი ასოციაციის შექმნა. სეიჯი კაია იყო კორპორაციის პირველი წარმომადგენელი 23 წლის განმავლობაში. კორპორაცია ამჟამადაც აგრძელებს საზოგადოებაში სოციალური მორალისა და სიკეთის გავრცელებას. „მოძრაობა პატარა, კეთილი საქმეებისთვის“ (იაპონ. 小さな親切運動), 2020 წლის მდგომარეობით 460000-ზე მეტ წევრს ითვლის.[4]

მეცნიერი 1985 წელს ხელმძღვანელობდა „ მწვანე კულტურების საზოგადოებას.“ (იაპ. 緑の文明学会 ) 1964 წელს სეიჯი კაია დაჯილდოვდა კულტურის ორდენით.

ჯილდოები და ხსოვნა

რედაქტირება

სეიჯი კაია არაერთი ჯილდოს და პრემიის მფლობელია. მათგან აღსანიშნავია: 1942 წელს მიღებული იაპონიის მეცნიერებათა აკადემიის პრემია; კულტურის დამსახურებული მოღვაწის პრემია, რომელიც მიენიჭა 1964 წელს; ასევე 1964 წელს — კულტურის ორდენი.

მეცნიერის საპატივსაცემოდ მისი სახელი — კაიაბრინი (იაპონ. 茅氷河 kaya-hyōga) ეწოდა ანტარქტიდაში მდებარე მყინვარს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Храмов Ю. А. Кая Сэйдзи (Kaya Seiji) // Физики : Биографический справочник / Под ред. А. И. Ахиезера. — Изд. 2-е, испр. и доп. — М. : Наука, 1983. — С. 128. — 400 с. — 200 000 экз. (რუს.)
  • S. Noma (Hrsg.): Kaya Seiji. In: Japan. An Illustrated Encyclopedia. Kodansha, 1993. ISBN 4-06-205938-X, S. 766.(იაპონ. )
  1. http://www.moe.gov.cn/s78/A22/xwb_left/moe_829/tnull_44386.html中华人民共和国教育部.
  2. Past University presidents The university of Tokyo. ციტირების თარიღი 29 ივნისი 2012. დაარქივებულია 7 აგვისტო 2012 г
  3. Deceased Members: K , L The Japan Academy. ციტირების თარიღი : 29 ივნისი 2012. დაარქივებულია 4 ოქტპმბერი 2012 .
  4. UKIKO YAMAHASHI. What is the “Small Kindness” Movement? ციტირების თარიღი : 6 იანვარი 2021. დაარქივებულია 13 ივნისი 2021