კოტარო ჰონდა ( იაპონ. 本多 光太郎, Honda Kōtarō; 1870-1954) — იაპონელი მეტალურგი და გამომგონებელი. ტოჰოკუს უნივერსიტეტის მე-7 პრეზიდენტი. [3] მან გამოიგონა KS ფოლადი (ინიციალები მოდის Kichiei Sumitomo-დან). მეცნიერის გამოგონება წარმოადგენს მაგნიტურ რეზისტენტულ ფოლადს, რომელიც სამჯერ უფრო მდგრადია ვიდრე ვოლფრამის ფოლადი. ეს მასალა, რომელსაც გააჩნდა 250 ორსტედის მაგნიტური წინააღმდეგობა, შეიქმნა ფოლადისა და შენადნობების მკაცრი საბაზისო კვლევის შედეგად.

კოტარო ჰონდა
იაპონ. 本多 光太郎
დაბ. თარიღი 23 თებერვალი, 1870(1870-02-23)[1]
დაბ. ადგილი Okazaki
გარდ. თარიღი 12 თებერვალი, 1954(1954-02-12)[1] (83 წლის)
გარდ. ადგილი ტოკიო[1]
მოქალაქეობა იაპონია
 იაპონიის იმპერია
საქმიანობა ფიზიკოსი, ინჟინერი, metallurgist და უნივერსიტეტის პროფესორი
მუშაობის ადგილი Chiba Institute of Technology, ტოკიოს სამეცნიერო უნივერსიტეტი და ტოჰოკუს უნივერსიტეტი
ალმა-მატერი ტოკიოს უნივერსიტეტი
ჯილდოები კულტურის ორდენი, ელიოტ კრესონის მედალი[2] , ამომავალი მზის 1-ლი ხარისხის ორდენი და კულტურის დამსახურებული მოღვაწე

კოტარო ჰონდას ფოლადის თვისებების შესწავლის სფეროში მიღწეული წარმატებისთვის შეარქვეს „რკინის ღმერთი “ და „ ფოლადის მამა.“

ბიოგრაფია

რედაქტირება

კოტარო ჰონდა 1894-1897 წლებში სწავლობდა ტოკიოს საიმპერატორო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე . მისი პედაგოგი იყო ცნობილი ფიზიკოსი ჰანტარო ნაგაოკა. 1901 წლიდან შეუდგა პედაგოგიურ საქმიანობას, კერძოდ, ტოკიოს უნივერსიტეტში მუშაობდა ლექტორად.შემდეგ, ცოდნის გაუმჯობესების მიზნით გაემგზავრა საზღვარგარეთ მივლინებით გერმანიასა და დიდ ბრიტანეთში 1907-1911 წლებში. 1911 წელს შეუდგა მუშაობას ტოჰოკუს საიმპერატორო უნივერსიტეტის ახლად გახსნილ საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე პროფესორის რანგში.[4]

1911–1933 წლებში იყო ტოჰოკუს უნივერსიტეტის პროფესორი, 1931 წლიდან გახდა იმავე უნივერსიტეტის მე-7 პრეზიდენტი 1940 წლამდე. [3] 1919–1933 და 1944–1947 წლებში ეკავა ფოლადის ინსტიტუტის დირექტორის პოსტი.

 
კოტარო ჰონდა, ალბერტ აინშტაინი, კეიჩი აიჩი და სიროტა კუსუკაბე ალბერტ აინშტაინის ტოჰოკუს უნივერსიტეტში ვიზიტის დროს (1922)

კოტარო ჰონდამ აკადემიკოს ტოკიაცუ ჰოჯოსთან ერთად დააარსა კვლევითი ინსტიტუტი, რომელსაც მხარს უჭერდა სუმიტომოს ოჯახი. მოგვიანებით მას დაარქვეს მეტალის მასალების კვლევითი ინსტიტუტი.

მეცნიერი თავის ძირითად კვლევას ატარებდა მაგნეტიზმის, ლითონებისა და შენადნობების ფიზიკის სფეროში. გამოიგონა ფოლადის რამდენიმე კლასი, კერძოდ ფოლადი KS (შემოკლებული სახელწოდება Kichiei Sumitomo -გან) (1917). KS მაგნიტური ფოლადი სამჯერ უფრო მდგრადია ვიდრე ვოლფრამის ფოლადი. ეს მასალა, რომლის მაგნიტორეზისტენტობა შეადგენს 250 ერსტედს, შეიქმნა ფოლადისა და შენადნობების ფუნდამენტური კვლევის შედეგად. მოგვიანებით მან გააუმჯობესა თავისი გამოგონება NKS ფოლადის შექმნით (1934).

კოტარო ჰონდა 1932 წელს იყო ნომინირებული ნობელის პრემიაზე ფიზიკის დარგში. იგი გახდა ერთ-ერთი პირველი, ვინც დაჯილდოვდა კულტურის ორდენით მისი დაწესებისთანავე 1937 წელს. მეცნიერს ასევე მიენიჭა ფრანკლინის ინსტიტუტის ელიოტ კრესონის მედალი 1931 წელს და გახდა კულტურის დამსახურებული მოღვაწე 1951 წელს. ჰონდა გარდაცვალების შემდეგ დაჯილდოვდა ამომავალი მზის ორდენით.

კოტარო ჰონდა გარდაიცვალა 1954 წლის 12 თებერვალს 83 წლის ასაკში. მეცნიერი დაკრძალეს ოკაზაკის საქალაქო სასაფლაოზე.[5]

Ჯილდოები

რედაქტირება
  • 1916 — იაპონიის მეცნიერებათა აკადემიის პრემია
  • 1931 — ელიოტ კრესონის მედალი
  • 1937 — კულტურის ორდენი
  • 1951 — იაპონიის კულტურის დამსახურებული მოღვაწე
  1. 1.0 1.1 1.2 Deutsche Nationalbibliothek Record #1027167446 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. https://www.fi.edu/en/laureates/kotaro-honda
  3. 3.0 3.1 Bureau.tohoku: Presidents of Tohoku University.
  4. Deutsche Nationalbibliothek Record #1027167446 // Gemeinsame Normdatei (გერმ.) — 2012—2016.
  5. hillips, Glyn O. Innovation and Technology Transfer in Japan and Europe: Industry-Academic InteractionsRoutledge, 2018. — ISBN 9780429774546.