სეინ ლვინი
სეინ ლვინი (ბირმ. စိန်လွင်; დ. 27 იანვარი, 1924 – გ. 9 აპრილი, 2004) — ბირმელი პოლიტიკოსი და მიანმარის არმიის გადამდგარი გენერალი. 1988 წელს სან იუს გადადგომის შემდეგ 17 დღის განმავლობაში ეკავა ბირმის მეექვსე პრეზიდენტის თანამდებობა.
სეინ ლვინი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 1923 |
დაბადების ადგილი | Lower Burma |
გარდაცვალების თარიღი | 12 აგვისტო, 2004 |
გარდაცვალების ადგილი | იანგონი |
მოქალაქეობა | მიანმარი |
სეინ ლვინს უწოდებდნენ „რანგუნის მკვლელს“ დედაქალაქში სტუდენტების მიერ ორგანიზებული დემონსტრაციების სასტიკი ჩახშობისთვის. მას მიიჩნევდნენ ნე ვინის სასტიკ თანამოაზრედ და იმ პირად, რომელიც პასუხისმგებელი იყო წინააღმდეგობის სასტიკ ჩახშობაზე, კერძოდ, 1962 წლის ანტი-სამთავრობო საპროტესტო აქციებზე, რომლის დროსაც ათეულობით სტუდენტი გაჟლიტეს.[1]
ბიოგრაფია
რედაქტირებასეინ ლვინი დაიბადა 1924 წლის 27 იანვარს სოფელ კაუკაინში, პაუნგი, მონის შტატი, მაშინდელი ბრიტანეთის ინდოეთის ტერიტორიაზე. მისი მშობლები იყვნენ შვე იინი და მა მა გიი. ადრეულ ეტაპზე იგი მუშაობდა სკოლის მასწავლებლად თავის მშობლიურ სოფელში. ჰყავს ერთი შვილი სახელად მინ ლვინ უ, რომელიც 1980-იანი წლების ბოლოს იყო მეზღვაური (ნავიგაციის ოფიცერი).
კარიერა
რედაქტირება1943 წელს მან სამხედრო სამსახური დაიწყო, ხოლო 1944 წელს ჩაერთო ნე ვინის მე-4 ბირმულ რაზმში. მიაჩნიათ, რომ პირადად მოკლა კარენი აჯანყების ლიდერი სო ბა უ გი.
სეინ ლვინს ჰქონდა რეპუტაცია, როგორც გენერალ ნე ვინთან დაახლოებული პირს. იგი იყო იმ პირთაგანი, რომლებიც პასუხისმგებლები იყვნენ რანგუნის უნივერსიტეტის სტუდენტური კავშირის მასობრივ მკვლელობაზე 1962 წლის 7 ივლისს, როდესაც გენერალ ნე ვინის სახელმწიფო გადატრიალების მოწინააღმდეგე 130 სტუდენტი მოკლეს, ხოლო მომდევნო დღეს სტუდენტური კავშირის შენობა ააფეთქეს. აუნგ გი და ტინ პე იყვნენ უფროსი ოფიცრები, ხოლო სეინ ლვინი იყო რეგიონული საველე მეთაური უნივერსიტეტის მიდამოებში.[2] არავინ ზუსტად არ იცის, ვინ გასცა ბრძანება.
1978 წელს სეინ ლვინი გახდა ბირმული შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი გენერლის წოდებით. მანდალაის და ირავადის დივიზიების სამხედრო სარდლობაში სამსახურის შემდეგ, 1981 წელს მიიწვიეს ბირმის დედაქალაქ რანგუნში პარტიის გენერალურ მდივნად. სეინ ლვინი სხვადასხვა დროს მსახურობდა გენერალ ნე ვინის კაბინეტში კოოპერატივების მინისტრის, ტრანსპორტის მინისტრის, შინაგან საქმეთა მინისტრის და რელიგიური საქმეების მინისტრის თანამდებობებზე.
სეინ ლვინი, როგორც უსაფრთხოების ძალებისა და რაიონული პოლიციის (ლონ ჰტაინ) მეთაური, კვლავ იყო პასუხისმგებელი სტუდენტური საპროტესტო აქციების მართვაზე 1988 წლის დემოკრატიული გამოსვლების დროს. 16 მარტს, ორი სტუდენტის მკვლელობის შემდეგ, სტუდენტები, რომლებიც ბრომის გზაზე მიემართებოდნენ, შეხვდნენ რაიონის პოლიციას ინიას ტბის მახლობლად, სადაც ბევრი სტუდენტი ცემეს ან დაახრჩეს. 17 მარტს ჯარისკაცები და რაიონის პოლიცია შევიდა რანგუნის უნივერსიტეტში და დააპატიმრეს ასობით სტუდენტი, რომლთაგან 41 ადგილზე მოკლეს. საზოგადოებრივი მღელვარების ზრდასთან ერთად, 1988 წლის 8 აგვისტოსთვის გამოცხადდა საყოველთაო გაფიცვა. სეინ ლვინმა შეცვალა ნე ვინი ბირმული სოციალისტური პროგრამული პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე 26 ივლისს, ხოლო სან იუ - პრეზიდენტის თანამდებობაზე 1988 წლის 27 ივლისს.
სეინ ლვინმა, რომელიც დაიმუქრა ნე ვინის გადადგომისას წარმოთქმულ სიტყვაში „როდესაც ჯარი ისვრის, ის ისვრის იმისათვის, რომ მოხვდეს", მიმართა ჯარის ნაწილებს ცეცხლი გაეხსნა უიარაღო დემონსტრანტების ჯგუფებისთვის იანგონში 1988 წლის 8 აგვისტოს გამოსვლებისას (ცნობილი როგორც აჯანყება 8888), რის შედეგადაც მოკლა და დაჭრა ასობით ადამიანი. საპროტესტო აქციები, გასროლები და დაპატიმრებები გაგრძელდა მანამ, სანამ სეინ ლვინი არ გადადგა 12 აგვისტოს. ამ ქმედებებისთვის მან დაიმსახურა წოდება „რანგუნის მკვლელი“.
სახელმწიფო კანონის და წესრიგის აღდგენის საბჭო დაარსდა მოკლე ხანში გენერალ სო მაუნგის მიერ, რომელმაც სახელმწიფო გადატრიალება მოაწყო 1988 წლის 18 სექტემბერს. გადატრიალების შემდეგ, სამხედრო ხუნტამ დახმარება გაუწია სეინ ლვინს, მათ შორის დაუნიშნა დაცვა, პენსია, აჩუქა რამდენიმე მაღალგამავლობიანი მანქანა და ყოველთვიური სურსათის ტალონი. თუმცა, მას შემდეგ, რაც ხუნტამ ნე ვინი 2002 წლის მარტში დააპატიმრა, ეს დახმარება შეუჩერა.
გარდაცვალება
რედაქტირებასეინ ლვინი გარდაიცვალა 2004 წლის 9 აპრილს იანგონის საერთო საავადმყოფოში 80 წლის ასაკში, სინგაპურიდან დაბრუნების შემდეგ, სადაც იგი წასული იყო კუჭის დაავადების სამკურნალოდ.
მისი გარდაცვალება გაშუქდა სახელმწიფო გაზეთ „მიანმა აჰლინში“, რომელმაც არ მიუთითა გარდაცვალების მიზეზი.[3]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ „Ex-Myanmar president Sein Lwin dies at 81“. The Star. 11 April 2004.
- ↑ The Butcher Sees Red. The Irrawaddy (January 2004). დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 October 2010.
- ↑ „U Sein Lwin, 81, Former Burmese Leader“. The New York Times. 12 April 2004.