სეთ გილიამი
სეთ გილიამი (დ. 5 ნოემბერი, 1968) — ამერიკელი მსახიობი. ცნობილია ელის კარვერის როლით The Wire-ში, კლეიტონ ჰიუზის როლით Oz-ში, დოქტორი ალან დიტონის როლით თინეიჯერ მგელში და მამა გაბრიელ სტოუკსის როლით მოსიარულე მკვდრებში.
სეთ გილიამი | |
---|---|
გილიამი 2015 წელს | |
დაბადების თარიღი | 5 ნოემბერი, 1968 |
პროფესია | მსახიობი |
აქტიური | 1990-დღემდე |
ადრეული ცხოვრება
რედაქტირებაგილიამმა 1990 წელს დაამთავრა ნიუ-იორკის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
კარიერა
რედაქტირებაგილიამის კინოკარიერა 1990-იანი წლების დასაწყისში დაიწყო.
გილიამს ჰქონდა არაერთი განმეორებადი როლი ტელესერიალებში, მათ შორის The Cosby Show-ის მეშვიდე სეზონში, როგორც აარონ დექსტერი და როგორც ალან დიტონი თინეიჯერ მგელში. მისი ყველაზე გამორჩეული როლი იყო The Wire-ში. 2014 წლის მაისში, გილიამი გადაიყვანეს მამა გაბრიელ სტოკსის როლში AMC-ის მოსიარულე მკვდრების მეხუთე სეზონში.
გილიამმა შეასრულა პრინც ედუარდის როლი 1993 წელს რიჩარდ III-ის სპექტაკლში. მან შეასრულა მთავარი როლი ოტელოში, ჯერ 2010 წელს ბოსტონის თანამეგობრობის შექსპირის კომპანიაში, შემდეგ კი მომდევნო წელს ჰიუსტონის შექსპირის ფესტივალზე, მისი მეუღლის, ლეა სი გარდინერის რეჟისორობით. წყვილი დაბრუნდა ჰიუსტონში 2013 წელს ანტონისა და კლეოპატრას სპექტაკლისთვის, სადაც გილიამი თამაშობდა ანტონის როლს, გარდინერის (მისი ცოლის) რეჟისორობით.[1] გილიამმა განაცხადა, რომ სცენაზე მსახიობობა ურჩევნია, მიუხედავად იმისა რომ უყვარს მისი საქმიანობა კინოსა და ტელევიზიაში: "სცენაზე მსახიობობა ბევრად უფრო სახალისოა რადგან არის მყისიერი კომუნიკაცია მაყურებელთან. [2]
პირადი ცხოვრება
რედაქტირება2015 წლის 3 მაისს, გილიამი დააკავეს პიჩტრი სიტიში, ჯორჯიაში, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობის გამო. პოლიციამ მის მანქანაში მარიხუანას სიგარეტი იპოვა. [3]