სეთ-პერიბსენი
სეთ-პერიბსენი — ძველი ეგვიპტის ადრეული სამეფოს ფარაონი მეორე დინასტიიდან, რომელიც მართავდა 17 წელი ძვ.წ. XVIII-XVII საუკუნეებში.
პერიბსენი, როგორც მმართველი აღსანიშნავია, იმით რომ თავის ტიტულატურაში შეცვალა ღმერთ ჰორის ტრადიციული სახელი მისი მტრის სახელით სეთით. უცნობია რა მოტივებმა უბიძგა ამ ფარაონს შეეცვალა ღმერთის სახელი. არსებობს სხვადასხვა თვალსაზრისი, პერიბსენის არაორდინალურ პიროვნებაზე. სამეფო სიების თანახმად, პერიბსენს მემკვიდრეობა დაუტოვა სეხემიბ-პერენმაატმა. თუმცა სავსებით დასაშვებია, რომ პერიბსენი და სეხემიბი არის ერთი დაიგივე სახე. სეხემიბი, რომელიც ატარებდა ჰორის ტიტულატურას, რაღაც ვითარების გამო უარი თქვა სეთის ტიტულატურაზე.
აბიდოსის გარდაცვლილთა სიაში, მეფემ ჩამოფხიკა თავისი სახელი ჰორ-სეხემიბი და შეცვალა ახლით სეტ-პერიბსენი. არ არის გამორიცხული, რომ ეს ცვლილება როგორღაც დაკავშირებულია რელიგიურ რეფორმასთან ან ახალი ხელისუფლების მოსვლასთან. თუ დავუშვებთ, რომ სეთი ითვლებოდა ქვემო ეგვიპტის სიმბოლოდ და მფარველად, შეიძლება დავუშვათ რომ ტიტულატურის შეცვლა იყო გამოწვეული იმით, რომ პერიბსენი შეიძლება ყოფილიყო ქვემო ეგვიპტის აჯანყების მოთავე ან მისი ხელისუფლება არ იყო გავრცელებული ეგვიპტის მთელ ტერიტორიაზე. სწორედ ამ დროს იყო გადამწვარი წინა დედოფლის აკლდამები. ასეა თუ ისე პერიბსენის მემკვიდრე ხასეხემუი მოიხსენიებოდა თავის ტიტულატურაში როგორც სახელ ჰორით, ისე სახელ სეთით.
პერიბსენის აკლდამა მდებარეობს აბიდოსში. სწორედ აქ არის ნაპოვნი გარდაცვლილთა სია, რომელიც მიუთითებს სახელი ჰორის შეცვლას სახელი სეთით სამეფო ტიტულატურაში.