სეგედის ზავი — სამშვიდობო ხელშეკრულება, რომელიც დაიდო ოსმალეთის იმპერიასა და უნგრეთის სამეფოს შორის 1444 წლის 15 აგვისტოს ვარადში, ვარნის ლაშქრობის დასრულებამდე რამდენიმე თვით ადრე. ვარნის ლაშქრობაში მიღწეული წარმატებების მიუხედავად, ვლადისლავ III-მ მურადს შესთავაზა ზავის დადება. ზავის დადების პროცესში დიდი როლი მიუძღვოდა სერბეთის დესპოტს დურად ბრანკოვიჩს.

ხელშეკრულების შესახებ დისკუსიები დაიწყო ედირნეში მურად II-ისა და ვლადისლავ III-ის ელჩებს შორის. რამდენიმე დღეში სეგედში გააგზავნეს მურადის ელჩი რათა ვლადისლავის მიერ ხელშეკრულების რატიფიცირება დასრულებულიყო. მოლაპარკებები გაგრძელდა კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში და ხელშეკრულება საბოლოოდ გაფორმდა ვარადში.

ხელშეკრულების თანახმად მურად II-მ დათმო ვლახეთი და სერბეთი, თუმცა შეინარჩუნა გავლენა დანარჩენ ევროპულ სამფლობელოებზე. ხელშეკრულება მოქმედებდა 10 წლის განმავლობაში.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება