სივასი

(გადამისამართდა გვერდიდან სებასტია (კაბადოკია))

სივასიქალაქი თურქეთის ცენტრალურ ნაწილში, სივასის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი. 296,402 მაცხოვრებლით (2007). ქალაქს გააჩნია რკინიგზის სადგური, საავტომობილო გზების კვანძი, მანქანათსაშენი, ლითონდასამუშავებელი, ცემენტის, ხის დასამუშავებელი, კვებისა და საფეიქრო მრეწველობა.

ქალაქი
სივასი
თურქ. Sivas
ქვეყანა თურქეთის დროშა თურქეთი
კოორდინატები 39°45′00″ ჩ. გ. 37°01′00″ ა. გ. / 39.75000° ჩ. გ. 37.01667° ა. გ. / 39.75000; 37.01667
ცენტრის სიმაღლე 1285 მეტრი
ოფიციალური ენა თურქული ენა
მოსახლეობა 365 274 (2022)
სასაათო სარტყელი UTC+2 და UTC+3
ოფიციალური საიტი http://sivas.bel.tr/
სივასი — თურქეთი
სივასი

სივასის ძველი სახელებია: კაბირა, დიოსპოლისი, სებასტია. IV საუკუნის დასასრულიდან XI საუკუნის მეორე ნახევრამბე ბიზანტიის შემადგენლობაში იყო. XI საუკუნის დასასრულიდან ემორჩილებოდა სელჩუკებს, XIV საუკუნეში შევიდა ოსმალეთის იმპერიაში. ქემალისტური რევოლუციის დროს, 1919 წლის სექტემბერში, სივასში მოიწვიეს ეროვნულ-ბურჟუაზიული ორგანიზაციების კონგრესი, რომელმაც აირჩია წარმომადგენლობიოთი კომიტეტი — (1920 წლის აპრილამდე) რევოლუციური თურქეთის დროებითი მთავრობა.