სახლი ქალაქის განაპირას (2004 წლის ფილმი)

სახლი ქალაქის განაპირას (ინგლ. Home on the Range) — 2004 წლის ამერიკული ანიმაციური ფილმი. იგი გადაიღო Walt Disney Feature Animation-მა, ხოლო დისტრიბუტორია Buena Vista Pictures. ფილმი გამოვიდა 2004 წლის 2 აპრილს და არის უოლტ დისნეის ანიმაციური სტუდიების რიგით 45-ე სრულმეტრაჟიანი ნახატი ანიმაციური ფილმი, უკანასკნელი 2009 წლის ფილმამდე „პრინცესა და ბაყაყი“.

„სახლი ქალაქის განაპირას“
რეჟისორი
პროდიუსერი ელის დუი გოლდსტოუნი
ისტორია
  • უილ ფინი
  • ჯონ სენფორდი
  • მიშელ ლაბაში
  • სემ ლევინი
  • მარკ კენედი
  • რობერტ ლენსი
როლებში
მუსიკა ალან მენკენი
მონტაჟი ჰ. ლი პეტერსონი
სტუდია
დისტრიბუტორი Buena Vista Pictures
პრემიერა
  • 2 აპრილი, 2004 (2004-04-02)
ხანგრძლივობა 76 წთ.
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 110 მილიონი აშშ დოლარი[1]
შემოსავალი 103.9 მილიონი აშშ დოლარი[1]

ფილმის სახელწოდება მომდინარეობს ამავე სახელწოდების სიმღერიდან. მის პერსონაჟებს ახმოვანებენ როზანა ბარი, ჯუდი დენჩი, კუბა გუდინგ უმცროსი, რენდი კუეიდი, ჯენიფერ ტილი და სტივ ბუშემი. მოქმედება მიმდინარეობს ძველ დასავლეთში. მთავარი პერსონაჟია სამი ძროხა - თავგადასავლების მოყვარული მეგის, სამართლიანი მისის კელოუეი და სულელი გრეისი. მათ მიერ გამოაშკარავებულია ფერმის ხელოვნურად გაკოტრების და დახურვის გეგმა, ამიტომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა ეს არ მოხდეს. აჯანყებას ხელმძღვანელობენ ცხენი ბაკი და ძროხები, რომლებმაც გადაწყვიტეს ყველაფერზე წავიდნენ, ოღონდ ფერმა გაკოტრებისგან გადაარჩინონ.

„სახლი ქალაქის განაპირას“ გამოვიდა 2004 წლის 2 აპრილს. მან მიიღო არაერთგვაროვანი შეფასებები და კინოგაქირავებში წინა ფილმებთან შედარებით ნაკლებად წარმატებული იყო.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Home on the Range. Box Office Mojo. ციტირების თარიღი: January 5, 2012.