საჭურის ეკლესია
საჭურის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საჭურეში. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ეკლესია დარბაზულია, ნაგებია ნატეხი ქვით. ძლიერ დაზიანებულია: ჩამონგრეულია კამაროვანი გადახურვა, ჩრდილოეთ და დასავლეთ კედლების ზედა ნაწილები. შესასვლელი სამხრეთიდანაა. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე გაჭრილია გარეთკენ შევიწროებული სარკმელი, რომლის ორივე მხარეს თითო ოთხკუთხა ნიშია.
ლიტერატურა
რედაქტირება- ნუცუბიძე ა., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 406.