საჭადრაკო ოლიმპიადა 1937

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

31 ივლისი - 14 აგვისტო 1937 სტოკჰოლმი, შვედეთი

წინა ოლიმპიადაზე წარმატებით შეგულიანებულმა შვედებმა ოლიმპიადა თავისთან მიიწვიეს და ფიდესაგან დასტურიც მიიღს. მოჭადრაკეებს სათამაშოდ ,,გრანდ ოტელ როიალი’’ გამოუყვეს, თუმცა რეგლამენტი კვლავ უმძიმესი იყო. ძლიერი გუნდი ჩამოიყვანეს ამერიკელებმა (სამუელ რეშევსკი, როიბნ ფაინი, ისააკ კეჟდენი, ფრენკ ჯეიმზ მარშალი და ალბერტ გოროვიცი). საკმაოდ ძლიერი იყო პოლონეთის გუნდი (საველი ტარტაკოვერი, მიგელ ნაიდორფი, პაულინ ფრიდმანი). ნიდერლანდელებს მსოფლიოს ჩემპიონი, მაქს ეივე თავკაცობდა, ესტონელებს - პაულ კერესი, ჩეხებს - სალო ფლორი, უნგრელებს - ანდრე ლილიენტალი და ლასლო საბო. ძლიერი მოჭდრაკეები ჰყავდათ სხვა გუნდებსაც. ამერიკელებმა ტურნირი ზედიზედ ოთხი გამარჯვებით დაიწყეს, თუმცა ექვსი ტურის შემდეგ მაინც სამ-ნახევარი ქულით ჩამორჩებოდნენ პოლონელებს. მომდევნო ოთხ ტურში პოლონელებმა 10 ქულა აიღეს. ამდენივე მოაგროვეს ამერიკელებმაც (ოღონდ სამ ტურში, მეშვიდე ტურში ისინი ისვენებდნენ). გადამწყვეტი გამოდგა მეთერთმეტე ტურის მატჩი ლიდერთა შორის. რეშევსკიმ, კეჟდენმა და გოროვიცმა გაიმარჯვეს, ფაინი და ნაიდორფი ყაიმზე შეთნხმდნენ და ამერიკელებმა დიდი ანგარიშით, 3.5-0.5, გაიმარჯვეს. ამის შემდეგ ამერიკელებს ლიდერობა აღარ დაუთმიათ და პრაქტიკულად უკვე მეთექვსმეტე ტურის შემდეგ გაინაღეს ჩემპიონობა. პოლონელები, ამერიკელებთან დიდი ანგარიშით დამარცხების შემდეგ, კარგა ხანს გონს ვერ მოვიდნენ და საბოლოოდ წინ უნგრელებიც გაუშვეს. კარგად გამოვიდნენ ესტონელები, რომელთათვისაც ეს მხოლოდ მეორე ოლიმპიადა იყო. ცალკეული მოჭდრაკეებიდან (ჩემპიონი გუნდის წევრების გარდა) აღსანიშნავია პაულ კერესის, სალო ფლორის, ანდრე ლილიენტალის და ლასლო საბოს კარგი თამაში. ამერიკელი ვეტერანისათის, მარშალისათვის ეს მეხუთე და უკანასკნელი ოლიმპიადა იყო. ვეტერანმა ტურნირი დაუმარცხებლად განვლო და მეოთხედ მოიგო ოლიმპიური ოქროს მედალი.

ტექნიკური შედეგები

რედაქტირება

მონაწილეობდა 19 ქვეყნის ნაკრები. ტურნირი ჩატარდა წრიული სისტემით.

ჩემპიონის და პრიზიორების შემადგენლობა და შედეგები

რედაქტირება

სამუელ რეშევსკი 9,5 (+6=7-3), როიბნ ფაინი 11,5 (+9=5-1), ისააკ კეჟდენი 14 (+13=2-1), ფრენკ ჯეიმზ მარშალი 6,5 (+3=7-0), ალბერტ ისრაელ გოროვიცი 13 (+11=4-0)

ანდრე ლილიენტალი 12 (+9=6-2), ლასლო საბო 12,5 (+9=7-2), ანდრე შტეინერი 14,5 (+12=5-1), კორნელ გავაში 8,5 (+6=5-4), არპად ვაიდა 1 (+0=2-2)

საველი ტარტაკოვერი 6 (+1=10-2), მიგელ ნაიდორფი 9,5 (+6=7-3), პაულინ ფრიდმანი 11,5 (+9=5-2), ისააკ აპელი 9 (+7=4-3), თეოდორ რეგეძინსკი 11 (+10=2-1)

საუკეთესო შედეგები დაფების მიხედვით

რედაქტირება
პირველი დაფა ქვეყანა %
სალო ფლორი   ჩეხოსლოვაკია 12,5 16 78,1
პაულ კერესი   ესტონეთი 11 15 73,3
მაქს ეივე   ნიდერლანდები 9,5 13 73,1
მეორე დაფა ქვეყანა %
როიბნ ფაინი   აშშ 11,5 15 76,7
ლასლო საბო   უნგრეთი 12,5 18 69,4
პეტარ ტრიფუნოვიჩი   იუგოსლავია 11 16 68,8
მესამე დაფა ქვეყანა %
ისააკ კეჟდენი   აშშ 14 16 87,5
ანდრე შტეინერი   უნგრეთი 12,5 18 69,4
პაულინ ფროდმანი   პოლონეთი 11 16 68,8
მეოთხე დაფა ქვეყანა %
გოსტა დანიელსონი   შვედეთი 14 18 77,8
კარლოს ენრიკე გიმარი   არგენტინა 11 16 68,8
მარკას ლუკისი   ლიეტუვა 11,5 17 67,6
სათადარიგო დაფა ქვეყანა %
ისრაელ ალბერტ გოროვიცი   აშშ 13 15 86,7
თეოდორ რეგეძინსკი   პოლონეთი 11 13 84,6
ისაიას პლეცი   არგენტინა 14 17 82,4

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Ю. Авербах, Б. Туров Шахматные олимпиады. Москва. изд. ,,ФиС’’ 1974
  • Шахматы. Энциклопедический словарь. Москва. изд. ,,Советская Энциклопедия’’ 1990
  • Шахматная Энциклопедия. Москва. 2004.
  • Ханамирян Г. Всемирные шахматные Олимпиады. 1927-2006. Ереван: 2006

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება