საჭადრაკო ოლიმპიადა 1927

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

18- 29 ივლისი1927 ლონდონი.

საჭადრაკო სამყარო დიდი მოუთმენლობით ელოდა პირველ ოლიმპიადას. ლონდონში ორგანიზატორებმა მოჭადრაკეთა მოზიდვის მიზნით გამოაცხადეს რომ ტურნირში ყველას ჰქონდა, როგორც პროფესიონალებს, ასევე მოყვარულებს. ამან მონაწილეობისაკენ გზა გაუხსნა ისეთ ცნობილ მოჭადრაკეებს, როგორებიც იყვნენ რიჰარდ რეტი, იეჰუდა გრიუნფელდი, გეზა მაროცი, ზიგბერტ ტარაში, ბორა კოსტიჩი, ჟაკ (იაკობ) მიზესი და მრავალი სხვა.

პირველ ოლიმპიადაში 16 გუნდი მონაწილეობდა, თუმცა შეიძლებოდა მეტი ყოფილიყო. ორგანიზატორებმა ტურნირში აღარ დაუშვეს გუნდები, რომლებმაც დაგვიანებით შემოიტანეს განაცხადები. მათ შორის იყვნენ აშშ-ს და პოლონეთის გუნდები. ასპრეზობა ინგლისი პარლამენტის შენობაში, „ვესმინსტერ სენტრალ ჰოლში“ გაიმართა. რთული იყო რეგლამენტი. სამი ტური ორ დღეში. გადადებული პარტიების დამთვრება ნსაჯთ კოლეგიის მიერ დანიშნულ დღეებში ხდებოდა. თვითონ პარტიის რეგლამენტი საათნახევარი 30 სვლაზე და შემდგომ ნახევარი საათი ყოველ 10 სვლაზე. როგორც მაშინდელი საჭადრაკო მიმომხილველები აღნიშნავდნენ სწორედ ამ ნახევარ საათში ხდებოდა „დიდი საჭდრაკო ტრაგედიები“. ტურნირის ფავორიტებად უნგრელები, ავსტრიელები, გერმანელები და იუგოსლავიელები ითვლებოდნენ. ავსტრიელებმა და გერმანელებმა თავიანთი ფავორიტობა ვერ გაამართლეს. იუგოსლავიელებმა პირველივე ტურში სრული ფიასკო განიცადეს უნგრელებთან შეხვედრაში და შემდეგ წელში ვეღრ გასწორდნენ. სამაგიეროდ სრულიად მოულოდნელად მშვენივრად იასპარეზეს დანიელებმა. მათ მეექვსე ტურში უნგრელებსაც კი მოუგეს. ბოლო ტურის წინ დანიელები დაეწივნენ უნგრელებს, მაგრამ ბოლო ტურში დანიელებმა, რომლებიც სათადარიგო მოთამაშის გარეშე თამაშობდნენ, ვერ შეძლეს ჰოლანდიელების დამარცხება, უნგრელებმა კი დიდი ანგარიშით დაამარცხეს ესპანელები და პირველი ოლიმპიური ჩემპიონები გახდნენ. დანიელები მეორენი იყვნენ, მესამეზე მასპინძლები, ინგლისელები, გავიდნენ. დაფებზე გამარჯვებულნი არ გამოვლენილა, ვინაიდან მოჭადრაკეები თავისი სურვილით იცვლიდნენ დაფებს. მხოლოდ გერმანელები თამაშობდნენ ზუსტად დადგენილი დაფების მიხედვით. სხვა გუნდებიდან კი მხოლოდ მაროცი (უნგრეთი), მაქს ეივე (ნიდერლანდები) და გრაუ (არგენტინა) თამაშობდნენ მუდმივად პირველ დაფაზე. ამიტომ ინდივიდუალურად საუკეთესონი გამოარჩიეს ჩატარებულ პარტიებში დაგროვილი ქულების მიხედვით.

ტექნიკური შედეგები

რედაქტირება

მონაწილეობდა 16 ქვეყნის ნაკრები. ტურნირი ჩატარდა წრიული სისტემით.

ჩემპიონის და პრიზიორების შემადგენლობა და შედეგები

რედაქტირება

გეზა მაროცი 9 (+6=6-0), გეზა ნადი 9,5 (8=3-3), არპად ვაიდა 7,5 (+5=5-3), კორნელ გავაში 5,5 (+4=3-1), ანდრე შტეინერი 8,5 (+6=5-2).

ორლე ჰერმან კრაუზე 7 (+4=6-5), ჰოლგერ ნორმან-ჰანსენი 12 (+11=2-2), ერიკ ანდერსენი 10 {+8=4-3), კარლ რუბენ 9,5 (+7=5-3)

ჰენრი ერნსტ ატკინსი 7 (+3=8-1), ფრედერიკ ეიტსი 8 (+7=2-5), ჯორჯ ალან ტომასი 12 (+9=6-0), რეჯინალდ მიჩელი 6 (+4=4-5), ედმუნდ სპენსერი 3,5 (+2=3-1).

საუკეთესო ინდივიდუალური მაჩვენებელი

რედაქტირება
# მოჭადრაკე ქვეყანა ქულა პარტია პროცენტი
1 ჰოლგერ ნორმან-ჰანსენი   დანია 12 15 80,0
2 ჯორჯ ალან ტომასი   ინგლისი 12 15 80,0
3 რიჰარდ რეტი   ჩეხოსლოვაკია 11,5 15 76,6
4 გეზა მაროცი   უნგრეთი 9 12 75,0
5 იეჰუდა გრიუნფელდი   გერმანია 9,5 13 73,1
6 მაქს ეივე   ნიდერლანდები 10,5 15 70,0

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Ю. Авербах, Б. Туров Шахматные олимпиады. Москва. изд. ,,ФиС’’ 1974
  • Шахматы. Энциклопедический словарь. Москва. изд. ,,Советская Энциклопедия’’ 1990
  • Шахматная Энциклопедия. Москва. 2004.
  • Ханамирян Г. Всемирные шахматные Олимпиады. 1927-2006. Ереван: 2006

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება