საციხურის ნამოსახლარი
არქეოლოგიური ძეგლი საქართველოში
საციხურის ნამოსახლარი — არქეოლოგიური ძეგლი, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ საციხურის სამხრეთ-დასავლეთით ერთ კილომეტრზე, საციხურის, ანუ ზაქას ტყეში. თარიღდება გვიანდელი ბრინჯაოს და ადრინდელი რკინის ხანით. სამხრეთის მხრიდან კარგად ჩანს განმხოლოებული მოზრდილი გორის ხელოვნურად გადაჭრილი ყელი. ზედაპირზე იპოვება თიხის ჭურჭლის ნატეხები.
ლიტერატურა
რედაქტირება- ირემაშვილი, შ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 392.