ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

საყვითლო (ლათ. Sideritis montana) — ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო 10-50 სმ სიმაღლისაა, შებუსული, სწორად მდგომი ან წამოწეული, მარტივი ან შუა ნაწილში დატოტვილი. ფოთლები ელიფსურია, ბლაგვი, წვეტიანი ან წაწვეტებული, მოკლეყუნწიანი; ფოთლები მეტწილად კიდემთლიანია, ორივე მხრიდან – მქრქალი მწვანე, შებუსული. ყვავილები განლაგებულია ჩხროებში, შეკრებილი გრძელ, დანაწევრებულ, ცრუ თავთავებად. გვირგვინი ღია ყვითელი ფერისაა. იზრდება სუბალპურ სარტყლამდე – მდელოებზე, მშრალ ფერდობებზე, ველებზე, ნათესების სარეველაა. საქართველოში სპორადულად თითქმის ყველგან გვხვდება. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს კავკასიას, ცენტრალურ და სამხრეთ ევროპას, მცირე აზიას, ირანს, შუა აზიასა და ავღანეთს.

საყვითლო

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
ოჯახი:  ტუჩოსანნი
გვარი:  Sideritis
სახეობა:  საყვითლო
ლათინური სახელი
Sideritis montana L.

ლიტერატურა

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/საყვითლო“-დან