საყდრიონის თეთრი გიორგის ხატი

საყდრიონის თეთრი გიორგის ხატი — საკულტო ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საყრდიონის ჩრდილო-აღმოსავლეთით 0,8 კილომეტრზე. აგებულია XX საუკუნეში. ხატი კუბური ფორმის მასიური ნაგებობაა. ნაშენია ნატეხი ქვით, რიყის ქვითა და აგურით. დასავლეთისა და სამხრეთის წახნაგებში თითო ნიშია. მათგან დასავლეთისა ბრტყელი, ხოლო სამხრეთისა სამკუთხა თაღითაა დასრულებული. ხატს გადახურვა ჩამოშლილი აქვს.

ლიტერატურა რედაქტირება