საყდრიონის ამაღლების ხატი

საყდრიონის ამაღლების ხატი — არქიტექტურული ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საყდრიონის ჩრდილო-დასავლეთით. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ეკლესია დარბაზულია, ნაგებია მოზრდილი ზომის რიყი ქვით. ეკლესიის გადახურვა და სამხრეთ და დასავლეთ კედლები მთლიანად დანგრეულია. აღმოსავლეთ ნაწილში სწორკუთხა ნიშია. შიგნით ეკლესია ერთიანი კამარით ყოფილა გადახურული, რომლის ქუსლის წყობის რამდენიმე ქვა შემორჩა ჩრდილოეთ კედელს.

ლიტერატურა რედაქტირება