საყდარგორის არქეოლოგიური ძეგლები

საყდარგორის არქეოლოგიური ძეგლებიშუა საუკუნეების ნასახლარი, სამარხები და ეკლესიები სოფელ ზემო ნაქალაქარის (თიანეთის მუნიციპალიტეტი) სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. საყდარგორის ეკლესიის გალავნიან ეზოში. 1963 წელს გათხარეს (რ. რამიშვილი) ისრულთაღიანი სწორკუთხა აკლდამა. კედლები ნაგები იყო კლდისა და რიყის ქვებით დუღაბზე, კონსტრუქციული ნაწილები — შირიმის ქვათლილებით. ეკლესიის აღმოსავლეთ ფასადზე შირიმის ქვაზე ჯვრის გამოსახულებაა. იქვე ე. წ. თელუბანში, შერჩენილია წმ. გიორგის დარბაზული ტიპის ეკლესიის ნანგრევები (ტოპონიმი თელუბანი გაიგივებულია თხილნარასთან. ეს სახელები გვხვდება XVI და XVIII საუკუნეების ისტორიულ წყაროებში მოხსენიებულ სოფელთა შორის). ეკლესიებთან შეიმჩნევა ნასახლარები.

წყარო რედაქტირება

  • ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის გამოც., ტ. 2, თბ., 1965

ლიტერატურა რედაქტირება

  • რამიშვილი რ., ჯორბენაძე ბ., ერწო-თიანეთის არქეოლოგიური ექსპედიის სადაზვერვო მუშაობის შედეგები, «მაცნე. ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის სერია», 1978, № 1;