საღირისძენი
საღირისძენი — დასავლეთ საქართველოს დიდებულთა საგვარეულო XII საუკუნეში. XII საუკუნის 80-იან წლებში ამ საგვარეულოს წარმომადგენელი იყო ქუთათელი ეპისკოპოსი ანტონი. საღირისძენი დასავლეთ საქართველოს სხვა დიდებულებთან ერთად მონაწილეობდნენ თამარის მეფედ კურთხევის ცერემონიალში (1184); მათ ვარდანისძეებთან და ამანელისძეებთან ერთად ხმალი შემოარტყეს თამარს. XII საუკუნის შემდეგ წყაროებში აღარ იხსენიებიან.
წყარო
რედაქტირება- ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი, წგნ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 2, თბ., 1959;
ლიტერატურა
რედაქტირება- შოშიაშვილი ნ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 201.