საღირაანთ ხატი — არქიტექტურული ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საყრდიონის აღმოსავლეთით, 1 კილომეტრზე. პატარა ხევის პირას. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ეკლესია დარბაზულია, ნაშენია რიყის ქვითა და ნატეხი ქვით. ძლიერ დაზიანებულია: ჩამონგრეულია კამარა და კედლების ზედა ნაწილები, მთლიანად დანგრეულია დასავლეთ კედელი. სამხრეთ კედლის დასავლეთ კიდეში გაჭრილია შესასვლელი, რომელსაც მხოლოდ აღმოსავლეთის წირთხლი შემოჩა. ეკლესია უაფსიდოა. მისი აღმოსავლეთ კედლის ღერძზე სწორკუთხა სარკმელია, სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებში თითო სწორკუთხა ნიშია.

ლიტერატურა რედაქტირება