საღამოს ეკლესია (X-XI საუკუნეები)

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

საღამოს ეკლესიაეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლი საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარის ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, საღამოს ტბის გასწვრივ, აღმოსავლეთ სანაპიროზე, ზღვის დონიდან 1996 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს.

საღამოს ეკლესიის ხედი სამხრეთ-დასავლეთიდან

საღამოს ტბას ახლო წარსულში „დუმაგიოლის“ სახელითაც მოიხსენიებდნენ. ვახუშტი ბაგრატიონის რუკაზე საღამოს ტბის სანაპიროზე სოფელი დუმა არის აღნიშნული.

სოფელში დგას სამი ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლი - სამი ეკლესია. მათგან ყველაზე ადრინდელი არის X საუკუნის მოზრდილი დარბაზული ეკლესია. სოფლის სამხრეთით მდებარეობს X-XIII საუკუნის ხუროთმოძღვრული ძეგლი საღამოს ეკლესია. იგი სხვა ეკლესიებთან შედარებით უკეთ არის შემონახული. მისი ფასადები ჩუქურთმებითაა შემკული. წყობაში ერთმანეთს ენაცვლება რუხი და ვარდისფერი ქვები. ასომთავრული წარწერების კვალი აქაც შეიმჩნევა.

ცნობილია დავით მეფეთა მეფის (1247-1270) წარწერა, რომელიც საღამოს ტბის ერთ–ერთი სტელიდან გვამცნობს:

 
„ადიდენ და დაამყარენ ღმერთმან, ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა თვითმპყრობელი, მეფეთა მეფე დავით“

[1].

საღამოს ეკლესიას 2006 წლის 7 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[2]. სოფელ საღამოში 2004 წლიდან ფუნქციონირებს თამარ მეფის სახელობის დედათა მონასტერი და ეკლესია.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ვალერი სილოგავა. ჯავახეთის ეპიგრაფიკა. ახალციხე. 2001 წ.
  • საღამოს ეკლესიები //ჟღერს ქვის ჰარმონია, ნაკვეთი პირველი, ტ. 15. საკითხავნი ყმაწვილთათვის, თბილისი, გამ. "ციცინათელა", 2007 წ., გვ. 12-14.