საქსონური სასახლე
საქსონური სასახლე - ისტორიული სასახლე ვარშავაში.
საქსონური სასახლე | |
---|---|
Pałac Saski | |
სასახლე 1890 წელს | |
| |
წინა სახელები | Pałac Morsztynów |
ზოგადი ინფორმაცია | |
შენობის ტიპი | სასახლე |
არქიტექტურული სტილი | ნეოკლასიციზმი |
ქვეყანა | პოლონეთი |
მდებარეობა | ვარშავა |
კოორდინატები | 52°14′28″ ჩ. გ. 21°00′41″ ა. გ. / 52.2411111° ჩ. გ. 21.0113889° ა. გ. |
დაიწყო | 1661 |
დასრულდა | 1666 |
დაინგრა | 1944 |
არქიტექტორ(ებ)ი | ადამ იჩკოვსკი |
ისტორია
რედაქტირებამორჟტინების სასახლე
რედაქტირებაიქ, სადაც მოგვიანებით სასახლე აიგო, თავდაპირველად, 1600 წელს, სიგიზმუნდ III ვაზამ ქალაქის საფორტიფიკაციო კედელი ააგო. პირველი კოშკი ამ ადგილას ტობიას მორჟტინმა ადრეული ბაროკოს სტილში აღმართა. მისმა შვილმა, იან ანდრეი მორჟტინმა კი სასახლე ააშენებინა. მშენებლობას ტილმან ვან გამერენი უძღვებოდა და ის 1661-1666 წლებში მიმდინარეობდა. სასახლეს მორჟტინების საგვარეულო ფლობდა და ამიტომ მორჟტინების სასახლედ (Pałac Morsztynów) იწოდებოდა სასახლის პირველი განახლება 1669-1673 წლებში განხორციელდა.
საქსონური ხანა
რედაქტირებაXVIII საუკუნის დასაწყისში სასახლე იყიდა პოლონეთის მეფემ, საქსონური წარმოშობის ავგუსტ მკაცრმა. მეფემ 1715 წელს სასახლე გვიანდელი ბაროკოსა და როკოკოს სტილში გადააკეთებინა, ხოლო უფრო ფართომასშტაბიანი რეკონსტრუქცია 1724 წელს საქსონიელმა არქიტექტორებმა გააკეთეს. სწორედ ამიტომ სასახლეს საქსონური ეწოდა. ის საქსონური ღერძის ნაწილად იქცა, მის ერთ მხარეს საქსონური ბაღი, ხოლო მეორე მხარეს საქსონური მოედანი იყო გაშენებული. 1748 წელს ორი ახალი ფლიგელი აშენდა.
რუსული ხანა
რედაქტირებაადრეულ XIX საუკუნეში სასახლეში განთავსებული იყო ვარშავის ლიცეუმი. ლიცეუმში ფრიდერიკ შოპენის მამა ფრანგულს ასწავლიდა და ოჯახითურთ სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ცხოვრობდა. 1837 წელს სასახლე რუსმა ვაჭარმა ივან სკვარცოვმა იყიდა. ახალმა მეპატრონემ 1842 წელს სასახლეს რეკონსტრუქცია ჩაუტარა. არქიტექტორებმა რიჩელმა და იჩკოვსკიმ შენობა ნეოკლასიციზმის სტილში გადააკეთეს, შენობის შუა ნაწილი კი დაანგრიეს და კოლონადა მოაწყვეს.
განადგურება
რედაქტირებაინტერბელუმის დროს საქსონურ სასახლეში პოლონეთის გენერალური შტაბი განთავსდა. 1925 წელს სასახლის კოლონადაში უცნობი ჯარისკაცის საფლავი მოაწყვეს. 1935 წელს, მარშალ იოზეფ პილსუდსკის გარდაცვალების შემდეგ სასახლის წინ არსებულ საქსონურ მოედანს პილსუდსკის მოედანი უწოდეს.
სასახლე გერმანელმა ოკუპანტებმა ააფეთქეს მეორე მსოფლიო ომის დროს, ვარშავის აჯანყების დამარცხების შემდეგ, 1944 წელს.[1] აფეთქებას გადაურჩა კოლონადის სწორედ ის თაღედი, რომლის ქვემოთ უცნობი ჯარისკაცის საფლავი იყო.
აღდგენა
რედაქტირებაარსებობს სასახლის რეკონსტრუქციის გეგმები. რეკონსტრუქცია 2007-2009 წლებში უნდა განხორციელებულიყო[2] აღდგენას დაახლოებით 75 მილიონი ევრო სჭირდებოდა. გეგმების ასრულება შეაჩერა დებატებმა. კამათი შეეხებოდა რეკონსტრუქციის მეთოდებს, აგრეთვე აღდგენილი სასახლის ფუნქციებს. განიხილებოდა მასში საკონფერენციო დარბაზის, სამუზეუმო სივრცის, ძვირადღირებული აპარტამენტების ან რესტორნების მოწყობა. აუცილებელი გახდა ძველი საძირკვლის ნაცვლად ახლის ჩაყრა.[3] სარდაფების გათხრებმა 2006 წელს 19 ათასამდე ობიექტი, მათ შორის ფაიფურის ნივთები და მონეტები გამოაჩინა. საბოლოოდ გადაწყდა, რომ ხელახლა აშენებულ სასახლეში ვარშავის საკანონმდებლო ხელისუფლება დაბინავდებოდა, თუმცა 2009 წელს ქალაქის მთავრობამ გაურკვეველი დროით გადადო რესტავრაციის განხორციელება.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირებაHentschel, Walter, Die sächsische Baukunst des 18. Jahrhunderts in Polen. 2 Bde., ბერლინი, Henschelverlag Kunst und Gesellschaft, 1967.